დრონების თავდასხმა ლაიფციგის აეროპორტზე - გერმანიის ხელისუფლება პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

მსოფლიო 1788360193

უკრაინული თვითმფრინავი გერმანიაში

გერმანიის მთავრობამ ლაიფციგის აეროპორტში აგვისტოში მომხდარი დივერსიის ორგანიზებაში ოფიციალური მოსკოვი დაადანაშაულა და მკაცრი სანქციების პაკეტი დააანონსა.

როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფედერალურმა მთავრობამ დაასკვნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. დასკვნა უპილოტო საფრენი აპარატების პარამეტრებისა და იმ კომპონენტების შესწავლის საფუძველზე გაკეთდა, რომლებიც სხვა ჰიბრიდულ ინციდენტებშიც გამოიყენებოდა.

მინისტრის თქმით, თავდასხმის დაგეგმვა პროფესიონალურად წარიმართა, თუმცა მის განხორციელებაზე „დაბალი დონის აგენტები“ იყვნენ პასუხისმგებლები. სადაზვერვო მონაცემები ასევე მიუთითებს პირებზე, რომლებიც „რუსეთის სახელმწიფო უწყებების დავალებით მოქმედებდნენ“. დობრინდტმა გააფრთხილა საზოგადოება შესაძლო ახალი ინციდენტების შესახებაც და აღნიშნა, რომ გერმანია ყოველდღიურად ხდება ჰიბრიდული სამხედრო ოპერაციების სამიზნე.

საპასუხო ზომების ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 18 სექტემბრამდე დახუროს ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო და გაწყვიტოს შეთანხმება ბერლინში „რუსული სახლის“ საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, ბერლინი ამკაცრებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის კონტროლს და აძლიერებს ზომებს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბერლინი არ დაუშვებს, რომ რუსულმა თავდასხმებმა საზოგადოების ერთიანობა დაარღვიოს, და კვლავინდებურად მტკიცედ გამოხატავს სოლიდარობას უკრაინის მიმართ.

მოსკოვში გერმანიის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „მოსკოვი ყველა ანტირუსულ გადაწყვეტილებაზე გასცემს პასუხს“.

თავის მხრივ, ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ლაიფციგის ინციდენტს ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტტესთან ერთად განიხილავს. ნატოს ხელმძღვანელმა სრული სოლიდარობა გამოუცხადა გერმანიას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი მომავალშიც გააძლიერებს ნებისმიერი მტრული ქმედებისგან მოკავშირეების დაცვის საშუალებებს.

ლაიფციგის აეროპორტში 4 აგვისტოს უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის, ან-124-ის წინააღმდეგ დივერსიის მოწყობა სცადეს. გერმანული მედიის ცნობით, თავდასხმაში რამდენიმე დრონი მონაწილეობდა: ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი ერთი უპილოტო აპარატი უკრაინული სატვირთო თვითმფრინავების სიახლოვეს იპოვეს, მეორე კი, სავარაუდოდ, DHL-ის სატვირთო თვითმფრინავს შეეჯახა. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
11 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...

ეს საინტერესოა 1789072649

გვარამია და იაგო
„გირჩი“ არის „ქოცების“ პარტია, ხვიჩია - მათი აგენტი“ - ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...

პოლიტიკა 1789071801

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიამ ენმ-ს ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...

პოლიტიკა 1789070226

ამაღლობელი
„უსინდისობის დემონსტრირება იყო“ - მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ციხიდან პასუხობს

სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...

საზოგადოება 1789067079

თორნიკე რაზმაძე სიმონიანი
შსს ბლოგერს რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის გინებას ედავება - მოგვიანებით საქმეში კობახიძის შეურაცხყოფაც გამოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...

პოლიტიკა 1789060240

დავით ნარიმანიძე
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, გამთენიისას მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა

არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...

საზოგადოება 1789052172