1655890975
პუტინს სურდა განახლებული რუსული იმპერიის შექმნა, რომელშიც უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი, სომხეთი და საქართველო შევიდოდა - ФСБ-ს გადამდგარი პოლკოვნიკი
მსოფლიო • 1655891990 520
რადიო "მაესტროს" გადაცემა "ინტერვიუში", ჟურნალისტ ლევან ჭითანავასთან საუბრისას ФСБ-ს გადამდგარი პოლკოვნიკი გენადი გუდკოვი აცხადებს, რომ პუტინს უკრაინის სწრაფი დაკავებისა და მასზე დასავლეთის ფრთხილი და დაგვიანებული რეაქციის იმედი ჰქონდა.
"პუტინს მართლა სჯეროდა იმის, რომ მცირე დანაკარგებით და სწრაფად შეძლებდა უკრაინის დაპყრობას, ამის შემდეგ კი ხელისუფლების შეცვლას შეძლებდა. ზელენსკისთან დაკავშირებით იყო ორი გეგმა: პირველი - ის უკრაინიდა უნდა გაქცეულიყო, მეორე - იყვნენ სპეციალური დანიშნულების ბატალიონები, რომლებიც მზად იყვნენ ზელენსკი მინიმუმ ხელისუფლებიდან მოეშორებინათ, ასევე არსებობდა გადაწყვეტილება მისი ფიზიკურად განადგურების. შესაბამისად, გეგმის მიხედვით ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო და ერთ-ერთ ვარიანტად იანუკოვიჩი განიხილებოდა, რისთვისაც ის ჯერ კიდევ „ინახება“ რუსეთში. იმის შემდეგ, რაც კრემლში იანუკოვიჩს მოღალატედ და მატყუარად თვლიდნენ, მაინც იქნა გადაწყვეტილება მიღებული მისი „შენახვის“, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დასვამდნენ მარიონეტად.
პუტინის გათვლებით, გამარჯვება მიღწეული იქნებოდა უკრაინაში ერთი კვირის, მაქსიმუმ ათი დღის განმავლობაში, კრემლი ბევრჯერ შეცდა, შეცდა უკრაინის ბრძოლისუნარიანობის შეფასებაში, მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ იმაზე, რომ რუსებს უკრაინაში არავინ ელოდებოდა, არ ესმოდათ იმისა, რომ ვარდებით მოყრილი გზა და მარილით და პურით არავინ დახვდებოდა, ყველაზე მთავარი კი, მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ დასავლეთის რეაქციაზე, კრემლმა უკრაინაში შეჭრით, ბარბაროსული ქმედებებით საერთაშორისო საზოგადოება გააერთიანა, რომელიც მიხვდა თუ რა საფრთხე მომდინარეობდა ცვილიზებული სამყაროსთვის რუსეთიდან. დასავლეთმა ისეთი მძიმე სანქციები აამოქმედა, რაც პუტინის რეჟიმს არც კი დაესიზმრებოდა. როდესაც კრემლში უკრაინაში შეჭრა იგეგმებოდა, როგორ გგონიათ, რატომ დაარქვეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია? იმიტომ, რომ ეგონათ ძალიან მალე, ერთი-ორი და უკრაინა აღებული ექნებოდათ და იტყოდნენ, რა ომი, ოპერაცია დამთავრებულია.
შესაბამისად, ასე ოპერატიულად მიზნის მიღწევის შემდეგ, ფიქრობდნენ რომ სანქციების ამოქმედების გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. დასავლეთი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებამდე სჩვევია ბევრი ფიქრი, შემდეგ კონსულტაციები, შეხვედრები, პარტნიორებთან საკითხის გატანა, ეს დროს მოითხოვდა და კრემლს ამიტომ სურდა რამდენიმე დღეში უკრაინის საკითხის გადაჭრა, რადგან სანქციების ამოქმედება ამ დროში არ მომხდარიყო. კრემლში ყველაზე რთულ გადაწყვეტილებად მიიჩნეოდა ე.წ. სვიფტის სისტემიდან რუსული ბანკების გათიშვა, შესაბამისად, აქამდე საკითხის მიყვანა არ იგეგმებოდა იმის ხარჯზე, რომ რამდენიმე დღეში სპეციალური ოპერაცია დასრულდებოდა, თუმცა, ეს ასე არ მოხდა, მათ ეს ვერ გათვალეს.
მე და თქვენ კარგად ვიცით, რომ გაერთიანებულმა დასავლეთმა არა მხოლოდ უპრეცედენტო სანქციების ამოქმედების გადაწყვეტილებები მიიღო, მათ შორის რუსული აქტივების გაყინვის, პერსონალური სანქციების ამოქმედება, არამედ 2023 წლისთვის ნავთობის და გაზის პრაქტიკულად სრული ემბარგოც ამოქმედდება. ამასთან, დასავლეთი უზარმაზარ სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინელ ხალხს, სამხედროსთან ერთად, მორალურს და ფინანსურ მხარდაჭერასაც უცხადებს, რაც უმნიშვნელოვანესია. უკრაინელი ხალხი რომელიც გიგანტურ მილიტარიზებულ რუსეთს ებრძვის, რომელიც არამხოლოდ საკუთარ დემოკრატიას, არამედ საერთოდ მსოფლიოში დემოკრატიულ ფასეულობებსაც იცავს," - აცხადებს გუდკოვი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ქარელში, „ტვ მონიტორინგის...
სამართალი • 1657091875
ვაშინგტონში, ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა შეცვალა, თუმცა საქართველომ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. „ატლანტიკური...
პოლიტიკა • 1657091197
რუსეთში „გაზპრომის“ კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს. ლოჯისტიკური კომპანიის, „ასტრა-შიპინგ“-ის გენერალური დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვის ცხედარი სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, მისივე აგარკზე,...
მსოფლიო • 1657090773
ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2022 წელს მსოფლიოში ბუნებრივ კატასტროფებს, წყლის დეფიციტსა და უცხოპლანეტელების შემოსევასაც უნდა ველოდოთ. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს. ვანგას 5 წინა...
მსოფლიო • 1657090384
"უკაცრავად, ბებიაჩემია. გადავურეკავ, ინტერნეტი არ აქვს~ - დემნა გვასალიამ ბებიის ზარის გამო ინტერვიუ შეწყვიტა. ეს ამბავი ბალენსიაგას 2021 წლის ოტ კუტიურ შოუზე მოხა. ხვალ კი პარიზში, დემნა ბალენსიაგას...
საზოგადოება • 1657090216