ერდოღანის ვერდიქტი შვედეთს - „NATO-ში გაწევრიანებაზე ჩვენგან მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს“
მსოფლიო • 1674554893 221

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შვედეთი NATO-ში გაწევრიანებაზე ანკარასგან მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს.
ერდოღანმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე დღის წინ, სტოკჰოლმში გამართულ საპროტესტო აქციაზე ყურანი დაწვეს.
"გასაგები უნდა იყოს, რომ მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის საელჩოსთან მსგავსი საზიზღარი სცენა მოაწყო, ჩვენგან კეთილგანწყობას არ უნდა ელოდოს", - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა დაგმო სტოკჰოლმში გამართული აქცია, სადაც შვედეთს ულტრამემარჯვენე პარტია ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების ინიციატივას აპროტესტებდა. მისი თქმით, აქციაზე ყურანის დაწვა მკრეხელობად უნდა ჩაითვალოს და იგი არ უნდა იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლებით.
საპროტესტო აქცია გააკრიტიკა შვედეთის მთავრობამაც.
"შვედეთში გამოხატვის თავისუფლება დაცულია და მოქალაქეებს შეუძლიათ ღიად გამოთქვან აზრი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შვედეთის მთავრობა, ან პირადად მე ამ აზრს ვეთანხმებით", - დაწერა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ცნობისთვის, შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. ალიანსში მათ გაწევრიანებას ყველა წევრი სახელმწიფო უნდა უჭერდეს მხარს.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებს "უკრაინული ფაშიზმის ნაწილს" უწოდებს: "მე არ ვთვლი ასეთ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეებად, ისინი ფაშისტები არიან. ყველას მოვუწოდებ, პატივისცემ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1675005551

"მკურნალობის კურსს არ იცავენ... გიული ალასანიას წამოცდენები მიუთითებს, რომ თაღლითები არიან" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი საუბრობს. „არსებობს გარკვეული დიეტა, მკურნალობის კურსი,...
პოლიტიკა • 1675005476

უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში ემოციურ ლექსს გვიზიარებს. ლექსი არჩილ ხოფერიამ გარდაცვლილ შვილთან დაკავშირებით დაწერა. „ისევ დაღამდა…კიდევ ერთხელ გაან...
საზოგადოება • 1675005098

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამის ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვას პასუხობს. „დღეს მოვისმინე ბატონი ნიკა სააკაშვილის მიმართვა ჩემი მისამართით და მინდა გამოვ...
პოლიტიკა • 1675004888

პარლამენტის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ჩვენი მამა ალექსანდრე აღარ გვყავს!25 წელი ერთგულად ემსახურა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარს, წინამძღვრ...
საზოგადოება • 1675001557

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, საკუთარი გადაცემის გვერდზე ავრცელებს. „მარიამის სიცოცხლე საფრთხეშია, რის გამ...
სოცმედია • 1675001164