EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

მსოფლიო 1721673749

სანქციები

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები  6 თვით გაახანგრძლივა. ევროპული საბჭოს განცხადებით, სანქციები 2025 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება.

"დღეს საბჭომ გაახანგრძლივა ევროკავშირის შემზღუდავი ზომები რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის უწყვეტი ქმედებების გათვალისწინებით კიდევ 6 თვით, 2025 წლის 31 იანვრამდე.

ეს სანქციები, რომელიც პირველად 2014 წელს იქნა შემოღებული, მნიშვნელოვნად იყო გაფართოებული 2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინაზე არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო სამხედრო აგრესიის პასუხად". ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში.
საბჭო აღნიშნავს, რომ სანამ რუსეთი გააგრძელებს უკანონო ქმედებებს, მიზანშეწონილია ძალაში დარჩეს ყველა ზომა.

ამჟამად შეზღუდვები მოიცავს ვაჭრობის სფეროს, ფინანსებს, ტექნოლოგიებს, ორმაგი დანიშნულების ტვირთებს. სანქციები დაწესებულია მრეწველობის, ტრანსპორტისა და ფუფუნების საქონელზე.  ასევე, რუსეთიდან ევროკავშირში საზღვაო ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან გადაცემის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-იდან გათიშვას, კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების საქმიანობისა და ლიცენზიების შეჩერებას. მიღებულია კონკრეტული ზომები სანქციებისთვის გვერდის ავლის წინააღმდეგაც.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია წერეთლის პოლიციასთან
არა პოლიციურ რეჟიმს! ცეცხლი ოლიგარქიას! - მოქალაქეებმა წერეთლის პოლიციასთან აქცია გამართეს

 აქცია იყო ცოტა ხნის წინ  წერეთლის გამზირზე. მოქალაქეები პოლიციის განყოფილებასთან იყვნენ მისული და სკანდირებდნენ "არა პოლიციურ რეჟიმს!", "ცეცხლი ოლიგარქიას!" და "გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!". მა...

პოლიტიკა 1737901200

ლუკაშენკო
"არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე" - ლუკაშენკო ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობაზე დაითანხმეს

 ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურდა. "არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე...

მსოფლიო 1737899299

საწვავი
საწვავი გაძვირდა

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 11:20 საათზე, 74.66 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.05%-იან ზრდ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1737894936

კობახიძე
„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა

ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამ...

პოლიტიკა 1737891675

შალვა კეკეია კიმბერლი
ვიდეო - მამა შალვა კეკელიამ კიმბერლი ლოუს წმინდა მამა გაბრიელის ხატი აჩუქა

მამა შალვა კეკელიამ კიმბერლი ლოუს წმინდა მამა გაბრიელის ხატი აჩუქავიდეო: Gog Lik  

საზოგადოება 1737891037

ლევან სამუშია
"ბინძური სისტემა, რომელიც ყველაფერს კადრულობს" - ლევან სამუშია ყაველაშვილის გამოცხადებულ შეწყალებაზე

შაბათის ეთერის ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ "ძლიერი საქართველოს" წევრი ლევან სამუშია ამბობს, რომ წინასაარჩევნოს პატიმრების ოჯახების გამოყენება რუსული რეჟიმის ხელწერაა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ა...

პოლიტიკა 1737887806