EU-მ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო
მსოფლიო • 1721671547
ევროკომისიამ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს და გადაწყვეტილებას მიესალმება:
"საბჭო მიესალმება კომისიის განზრახვას, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგი სომხეთთან.
სომხეთის მოქალაქეებისთვის სავიზო ვალდებულების მოხსნის შესაძლებლობა განიხილება მხოლოდ კრიტერიუმების სრულად შესრულების შემდეგ." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მადლობას უხდის ევროკავშირს:
"მივესალმებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებებს ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში სომხეთისთვის დახმარების გაწევისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით" აღნიშნავს არარატ მირზოიანი.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ათი მილიონი ევროთი დაეხმარება.
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












