ევროკავშირმა ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის რუსეთს და სირიას სანქციები ერთი წლით გაუგრძელა

მსოფლიო 1633950315

ევროპარლამენტარები

ევროკავშირმა ქიმიური იარაღის გავრცელებასა და გამოყენებისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამ რეჟიმში მოხვდნენ რუსეთი და სირია.

"გაგრძელდეს შემზღუდველი ზომები ქიმიური იარაღის გავრცელებისა და გამოყენებისთვის კიდევ ერთი წლით, 2022 წლის 16 ოქტომბრამდე", - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

შემზღუდავი ზომები, რომელიც ამჟამად მიმართულია 15 ადამიანისა და ორი ბიზნესსუბიექტის წინააღმდეგ, მოიცავს ევროკავშირში შესვლის აკრძალვას და ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირებისათვის აქტივების გაყინვას. გარდა ამისა, ევროკავშირის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ჩამოთვლილი პირებისთვის სახსრების მიცემა ეკრძალებათ.

კერძოდ, სიაშია დამასკოს სამეცნიერო კვლევისა ცენტრი, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის შემუშავებაში საკვანძო როლს ასრულებს, ასევე რუსეთის სახელმწიფო ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ნერვული აგენტის "ნოვიჩოკის" შექმნის უკან დგას. ასევე, სასანქციო სიაში 5 ადამიანი სირიიდან და 10 რუსეთიდან შედის.

აღსანიშნავია, რომ სანქციების ეს რეჟიმი დაწესდა ქიმიური იარაღის შემუშავებასა და გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, ასევე მათ წინააღმდეგი, ვინც მათ ფინანსურ, ტექნიკურ თუ მატერიალურ დახმარებას უწევს.

გასული წლის ოქტომბერში ევროკავშირმა გააგრძელა სანქციები "ქიმიური იარაღის გამოყენებისათვის", მათ შორის რუსეთის ოთხი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც სერგეი სკრიპალისა და მის ქალიშვილ იულიას მოწამვლასთან არიან კავშირში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელისაშვილი
ომბუდსმენის აპარატი პოლიციის მხრიდან ელისაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე გამოძიებას ითხოვს

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის წარმომადგენელმა 17 აპრილის აქციაზე დაკავებული ერთი მოქალაქე მოინახულა, რომელიც აცხადებს, რომ უსაფუძვლოდ დააპატიმრეს. სახალხო დამცველის აპარატმა ასევ...

პოლიტიკა 1713427635

რუსი დეპუტატი
"აშშ-ს საქართველოს ხელისუფლების დამხობა უნდა" - რუსი დეპუტატი "ოცნების" მაშველი რგოლი აღმოჩნდა

რუსეთის პარლამენტი თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი "ქართული ოცნებისთვის" მაშველი რგოლი აღმოჩნდა. რუსი პროპაგანდისტი ამტკიცებს, რომ ისინი, ვინც "უცხოური აგენტების" შესახებ კანონს ეწინააღმდეგებიან, სხვა...

პოლიტიკა 1713427558

რიჟვაძე
რიჟვაძე ევროპელებისთვის ჭკუის სწავლებას აანონსებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე პოლიცია ზეპროფესიონალურად მოქმედებდა და მომიტინგეების მიმართ პროპორციულ ძალას იყენებდა. თორნიკე რიჟვაძე ირწმუნებ...

პოლიტიკა 1713427440

პოლიტიკა
რუსულ კანონთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ

 ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატები საქართველოში „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალ დაინიცირებას სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან: „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველ...

პოლიტიკა 1713427269

ჯაფარიძე
„ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, წინ რუსული კანონის არაერთი მოსმენაა, კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ქუჩაში გასვლა“ - ზურა ჯაფარიძე

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო: 1. ათობით ათასი ქუჩაში გამოსული გაბრაზებული ადამიანი, რომლებმაც ყველას დაანახეს რომ მზად არიან ფიზიკურად დაიცვან ამ ქვეყნის, საკუთარი, შვილების თუ შვილიშვილების თავ...

პოლიტიკა 1713424882

აქცია არა რუსულს
"ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს" - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები

ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს - ასე აფასებენს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები "ქართული ოცნების" მიღებულ გადაწყვეტილებას, მიიღოს რუსული კანონი. მოსამართლეები ყურადღებას კონსტიტუციის 7...

პოლიტიკა 1713424495