ევროპარლამენტმა რუსეთის მიმართ პოლიტიკის გამკაცრების შესახებ ანდრიუს კუბილიუსის ანგარიში დაამტკიცა

მსოფლიო 1631792730

ევროპარლამენტი

სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტმა დაამტკიცა ლიეტუველი დეპუტატის ანდრიუს კუბილიუსის ანგარიში, რომელშიც ევროკავშირის ხელისუფლებას მოუწოდებენ, რუსეთთან ურთიერთობას გადახედოს.

დოკუმენტის მიღებას მხარი 494 დეპუტატმა დაუჭირა, 103 წინააღმდეგი იყო, 72 -მა კი თავი შეიკავა.

მრავალგვერდიანი მოხსენება შეიცავს რეკომენდაციას, რომლის თანახმად ევროკავშირმა რუსეთის მიმართ პოლიტიკას უნდა გადახედოს და რუსეთის ფედერაციის მიმართ ყოვლისმომცველი სტრატეგია შეიმუშაოს.

კერძოდ, ანგარიშის ავტორი ამტკიცებს, რომ ევროკავშირმა უნდა აღკვეთოს ევროკავშირის უსაფრთხოების საფრთხე, ებრძოლოს რუსეთის ფედერაციის ჩარევას კავშირის საქმეებში, აწარმოოს "კრემლთან შერჩევითი დიალოგი" და ასევე " მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ საზოგადოებას".

დოკუმენტში ხაზგასმულია რუსეთის მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერის აუცილებლობა.

ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს, არ აღიაროს რუსეთის პარლამენტი, თუკი რუსეთის 2021 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული პრინციპებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბადრი ესებუა
500 000 დოლარის და ბადრი ესებუას გაქრობიდან 1 წელი გავიდა

ზუსტად ერთი წლის წინ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკს სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმული პირი დაესხა თავს, რომელმაც 43 ადამიანი აიყვანა მძევლად.  მას შემდეგ რაც თავდამსხმელს მის მიერ მოთხოვნილი თანხ...

კრიმინალი 1634768344

სააკაშვილი
რომელ კლინიკაში მოათავსებენ მიხეილ სააკაშვლს? - იუსტიციის მინისტრის განმრტება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ "ღამის კურიერთან" საუბრისას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და დაასახელა კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მოათავსე...

პოლიტიკა 1634759848

მიშა
"ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი" - მიხეილ სააკაშვილი თბილისის კოალიციურ მთავრობაზე

,,ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი"- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კოალიციური მთავრობის მოდელს.  სააკაშვილის შეფასებით, ეს არის ქვეყნის უსათუო წინსვლისა...

პოლიტიკა 1634755997

გვარამია
"სრული ALL STAR"- ნიკა გვარამია თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელზე

,,ესეც სხვა საქართველო! ესეც ნათელი მომავალი! ps. სრული ALL STAR" - ასე აფასებს ,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ოპოზიციის მიერ წარდგენილ, თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელს. 

სოცმედია 1634755462

ნანუკა
"ნიკა მელია ჩემპიონი ხარ. უპრეცედენტო მოდელი დადე!"- ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელზე

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელს ეხმიანება.  ,,ან, რა ვიზუალია, ან რა გუნდი, მგონი პირველად ჩემს ცხოვრებაში და არ ვარ პატარა, ვხედავ კოალიციურ მთავრობა...

სოცმედია 1634755201

კოალიცია
როგორ გამოიყურება თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელი?

,,მინდა მთელმა თბილისმა და განსაკუთებით ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სწორად გამიგოს, მაგრამ მანამ სანამ ვიქნები მე დედაქალაქის მერე ორ თანამდებობას ერთდროულად არ დავიკავებ. ახლა კი მინდა წარმოგიდგინ...

პოლიტიკა 1634754873