მსოფლიო • 1685650601
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს საბრძოლო მასალისა და რაკეტების ევროპული წარმოების გაზრდის შესახებ. ევროკომისიამ კანონპროექტი 2023 წლის 3 მაისს წარადგინა და იმავე თვეში ევროპარლამენტარები შეთანხმდნენ გადაუდებელი პროცედურის დაწყებაზე კანონპროექტის მიღების დასაჩქარებლად.
ევროპარლამენტის მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელმა კრისტიან ბუშოიმ (EPP, რუმინეთი) განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გააძლიერებს მათ შესაძლებლობებს უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირებისთვის.
"დღევანდელი გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენი კავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის, განსაკუთრებით კი უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის, მიმდინარე რუსეთის წინააღმდეგ. ეს გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირებისთვის. ეს არის ევროპისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გამარჯვება. პარლამენტი ახლა მზად არის მოლაპარაკებებისთვის საბჭოსთან და ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწევთ შეთანხმებას" - განაცხადა ბუშოიმ.
კანონპროექტი 446 ხმით მიიღეს, 67 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 112-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტარები დაიწყებენ მოლაპარაკებებს ევროკავშირის საბჭოსთან, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის მიზნით, რომელსაც ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან ივლისში პლენარულ სხდომაზე.
ამავდროულად, ევროპარლამენტარები მუშაობენ ევროპის თავდაცვის სამრეწველო გაძლიერებაზე საერთო შესყიდვების აქტის (EDIRPA) მეშვეობით, რათა მხარი დაუჭირონ წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას თავდაცვის შესყიდვების ფაზაში და შეავსონ ყველაზე გადაუდებელი და კრიტიკული ხარვეზები
ლიკა გუნცაძე, ანდრო ჭიჭინაძის დედა: ანდრუშკა შენ ხარ ჩემი სიცოცხლე!სიამაყე! ძალიან მიჭირს უკვე უშენობა! ზუსტად ვიცი რომ ამ უსამართლობას მოვერევით ! ძალას ვიკრებ და მთას გადავდგამ! იცოდე რომ გვერდში დი...
სოცმედია • 1743048516
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ საგამოძოებო კომიისის შექმნის დავალება თეა წულუკიანმა პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო. ჯაფარიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ოლიგარქი...
პოლიტიკა • 1743047379
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:,,საკუთარ თავთან მაქვს ორი დღეა კონფლიქტი და ვიდრე ბრაზში გადამივა უნდა ვთქვა… ძალიან ვაფასებ ნიკა გილაურმა რაც გააკეთა მისი ფონდით, ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა, ასევე ს...
სოცმედია • 1743046396
ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ირაკლი გილაურის ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს და წერს:,,ირაკლი გილაური ისეთივე პუტინისტი, მძარცველი ოლიგარქია, როგორც ივანიშვილი! მისი...
პოლიტიკა • 1743046099
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ მაკრონმა პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1743045447
"მე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან კონტაქტი არ მქონდა. რატომ არ მქონდა, გეტყვით: 2003 წლიდან, როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, 2006 წლამდე, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ს...
პოლიტიკა • 1743021475
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი