"ფარანჯა ჩვენთან არასდროს უტარებიათ" - რამზან კადიროვი ჩეჩენ ახალგაზრდებს წვერის სიგრძესა და ჩაცმულობას უწუნებს
მსოფლიო • 1788979937
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ადგილობრივი ახალგაზრდები ზედმეტად გრძელი წვერის, მოკლე შარვლებისა და არაბული სამოსის ტარების გამო მკაცრად გააკრიტიკა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა „ჩეჩნეთი დღეს“ იუწყება.
კადიროვის განცხადებით, ახალგაზრდების ნაწილი გარეგნულ ატრიბუტიკას არა რელიგიური მოტივებით, არამედ მოდის გამო იყენებს:
„ისინი მეჩეთშიც კი არ დადიან. [...] ღამით პროსპექტებზე დადიან“, - განაცხადა კადიროვმა და მოითხოვა, რომ რელიგიური ატრიბუტიკა მოდის ელემენტად არ გამოიყენონ, ხოლო წვერი „სუნას მიხედვით ატარონ, როგორც ამას რელიგია მოითხოვს“.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა ქალების ჩაცმულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩეჩენმა ქალებმა სრულად დაფარული სამოსის ტარება დაიწყეს, რაც არაბული ჩვეულებაა და ადგილობრივ ტრადიციებს ეწინააღმდეგება:
„ფარანჯა ჩვენთან არასდროს უტარებიათ“, - აღნიშნა კადიროვმა.
აღსანიშნავია, რომ კადიროვმა სახის დაფარვის (ნიქაბისა და ჩადრის) წინააღმდეგ განცხადება ჯერ კიდევ 2024 წელს გააკეთა, თუმცა პარალელურად ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰიჯაბის ტარებას სრულად უჭერს მხარს.„ვინც ჩემს შვილს ეტყვის, რომ ჰიჯაბი მოიხსნას, იმავწუთს მოვკლავ, პირდაპირ დავხვრეტ - ვინც გინდა იყოს. ის არის ჩემი პირადი და ისლამის მტერი“, - აცხადებდა კადიროვი.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









