ფიცოს კოალიციური მთავრობა პარლამენტში უმრავლესობას კარგავს
მსოფლიო • 1737882295
უცხოური მედიის ცნობით, სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს კოალიციური მთავრობა პარლამენტში უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას მას შემდეგ, რაც კოალიციის ოთხმა დეპუტატმა უარი თქვა კენჭისყრაზე იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
მათი მხარდაჭერის გარეშე, მმართველ კოალიციას მხოლოდ 75 ხმის მოპოვება შეუძლია, რაც 150-კაციანი პარლამენტის გასაკონტროლებლად საჭირო უმრავლესობისთვის საკმარისი არ არის.
გავრცელებული ინფრომაციით, შიდა დაძაბულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც ერთ-ერთმა კოალიციურმა პარტიამ მეამბოხე დეპუტატების მოთხოვნები, რომლებიც პარტიის მიმართულებას აკრიტიკებდნენ, უარყო.
მანამდე ფიცომ აღნიშნა, რომ ათიათასობით ადამიანის მოთხოვნის მიუხედავად, ის არ გადადგება. მისივე თქმით, მასობრივ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მესამედი უკრაინელია, რომლებიც სლოვაკეთის ხელისუფლების წინააღმდეგ არიან.
ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას ფიცომ არ გამორიცხა ვადამდელი არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ კოალიცია უმრავლესობას დაკარგავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის.
გუშინ, სლოვაკეთის პრემიერმინისტრის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ფიცოს რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას აპროტესტებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრატისლავაში გამართულ აქციაზე 60 000 ადამიანი გამოვიდა. ამასთან, დემონსტრაციები სლოვაკეთის 20 სხვა ქალაქშიც გაიმართა.
სლოვაკეთში ვითარება რამდენიმე დღის წინ დაიძაბა - ფიცომ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ქვეყანაში უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი ფერადი რევოლუციების ანალოგიური, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობს.
ფიცოს მთავრობას რუსული ინტერესების გატარების გამო დასავლურ ქვეყნებში ხშირად აკრიტიკებენ.
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












