Flydubai-ს რეისზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის სრული სურათი: ომანელი პილოტის თავდასხმა, მგზავრების გმირობა და ქართველი ექიმის გადამწყვეტი როლი

მსოფლიო • 1790859944

ფლაიდუბაი

დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მფრინავი კომპანია Flydubai-ს სამგზავრო ხომალდზე (რეისი FZ1073) მომხდარი ტრაგედიის აცილების დეტალები სრულად გახდა ცნობილი. ბორტზე მყოფმა 174-მა ადამიანმა კატასტროფა მგზავრებისა და ეკიპაჟის რამდენიმე წარმომადგენლის მყისიერი, გმირული რეაგირების წყალობით აიცილა.

თავდაპირველი გავრცელებული ცნობები, თითქოს კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე, რუს და უკრაინელ მფრინავებს შორის მოხდა, არ დადასტურდა.

დაზუსტებული ოფიციალური მონაცემებით:

  • თავდამსხმელი (მეორე პილოტი): ომანის მოქალაქეა. Flydubai-ს კოლეგები მას რელიგიურ ექსტრემისტად ახასიათებენ. ავიაკომპანიაში იგი სულ 8 თვის წინ დასაქმდა, გამოირჩეოდა რადიკალური რელიგიური ქცევით და ქალებთან ხელის ჩამოართმევაზე უარს ამბობდა.

  • ხომალდის მეთაური (კაპიტანი): ინდოეთის მოქალაქე სმიტ მაჩჰარია (Smit Machchhar). მას 13-წლიანი საფრენოსნო გამოცდილება აქვს, მათ შორის 4 წელზე მეტი - Flydubai-ში. თავდასხმისას მან მძიმე დანით მიყენებული ჭრილობები მიიღო, თუმცა გონების დაკარგვამდე კაბინის კარის გაღება მოასწრო. საუდის არაბეთში ინდოეთის საელჩოს ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანილი კაპიტნის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

ფრენის მონიტორინგის პლატფორმა Flightradar24-ის მონაცემებით, აფრენიდან დაახლოებით ორ-ნახევარი საათის შემდეგ ხომალდმა მკვეთრი დაშვება დაიწყო — ორ წუთზე ნაკლებ დროში თვითმფრინავი 5 000 მეტრზე (17 000 ფუტზე) მეტი სიმაღლით დაეშვა. ბორტმა ჯერ ზოგადი საგანგებო მდგომარეობის (7700), ხოლო შემდეგ ხომალდის გატაცების კოდი (7500) გადასცა.

დაჭრილი კაპიტნის მიერ კარის გაღებისთანავე, კაბინაში მგზავრები და ეკიპაჟის წევრები შევარდნენ. თავდამსხმელი მართვის პანელის განადგურებას ცდილობდა, თუმცა ისრაელელმა მგზავრებმა — იანივ ჰაიუნმა და ასაფ რაჯვანმა — იგი შებოჭეს და კაბინიდან გამოათრიეს, სადაც სხვებთან ერთად გააკოჭეს. იანივმა, რომელსაც ავიაკატასტროფების შესახებ დოკუმენტური გადაცემები ჰქონდა ნანახი, ხომალდის მართვის სახელურს (შტურვალს) მოქაჩა, რამაც თვითმფრინავი გაასწორა. ამის შემდეგ მართვა ბორტზე მყოფმა სხვა მფრინავმა გადაიბარა.

პარალელურად, კრიტიკულ სიტუაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართული წარმოშობის ისრაელელმა ექიმმა, შოთა მუსაევმა. მან დაუფიქრებლად იკისრა მძიმედ დაჭრილი კაპიტნის გადარჩენა: შოთა მუსაევმა მძიმე სისხლდენა ადგილზევე შეაჩერა; მან შეძლო კაპიტან სმიტ მაჩჰარის მდგომარეობის დასტაბილურება თვითმფრინავის თაბუკის აეროპორტში დაშვებამდე.

მომხდარს საქართველოში ისრაელის საელჩოც გამოეხმაურა:

„ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა... ექიმი შოთას მოქმედება იმ საერთო, გამორჩეული ძალისხმევის ნაწილი იყო, რომელმაც კატასტროფა თავიდან აიცილა და ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა“.

ისრაელისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრებმა კაპიტან მაჩჰარსა და მგზავრებს ნამდვილი გმირები უწოდეს, რომლებმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას ინციდენტი შეაფასა, როგორც სავარაუდო ტერორისტული აქტი. თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა მომხდარს „ჯიჰადისტური ტერორისტული აქტის მცდელობა“ უწოდა.

ხომალდი საუდის არაბეთში, თაბუკის აეროპორტში იძულებით დაეშვა, სადაც ომანელი თავდამსხმელი ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა. Flydubai-ს მიერ გაგზავნილი სათადარიგო რეისით, უსაფრთხოების ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, მგზავრები თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტში მშვიდობიანად დაბრუნდნენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325