G7 უკრაინის მხარდასაჭერად 30 მილიარდ ევროს გამოყოფს
მსოფლიო • 1652449840 207

გერმანული გამოცემა SPIEGEL-ის ინფორმაციით, G7 უკრაინის მხარდასაჭერად 30 მილიარდ ევროს გამოყოფს. წევრი ქვეყნები მხარდამჭერი ბიუჯეტის ინიციირებას მომავალ კვირაში აპირებენ.
გამოცემა წერს, რომ უკრაინას თვეში 5 მილიარდი ევრო სჭირდება, რათა იფუნქციონიროს. კერძოდ, თავად უკრაინის ხელისუფლების მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ ეს თანხა მთავრობას ხელფასების, პენსიების და სხვა პირველადი საჭიროების პროდუქტებისთვის სჭირდება.
დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო მინისტრები გერმანიის ჩრდილოეთში, ქალაქ ვაისენჰაუსში, 3-დღიან სამიტზე (12-14 მაისი) სხვადასხვა საკითხზე დისკუსიისთვის შეიკრიბნენ. განსახილველი თემების ძირითადი ნაწილი უკრაინაში რუსეთის შეჭრას, მიმდინარე ომს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ შორის საკვებსა და ენერგოუსაფრთხოებას შეეხება. შეხვედრებს დაესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, ვინაიდან ენტონი ბლინკენმა კორონავირუსის გამო დასწრება ვერ შეძლო. დიდი შვიდეულის სამიტს გერმანიის, კანადის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის დიპლომატები დაესწრებიან.

წალენჯიხაში პოლიციელებზე თავდასხმისთვის სამი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს ბულვარში 10-მდე ახალგაზრდა მთვრალ მდგომარეობაში სკანდირებდა "ქურდებს სიცოცხლე", პოლიციის მანქანის გ...
კრიმინალი • 1686140653

საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ, მიმდინარე წელს, უკვე 34 ლიფტია განახლებული. შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა შემდეგ მისამართებზე: ბუდაპეშტის II შესახვევი N7, N3ბ, N10; ვ. დოლიძის ქ. N15-N19; მ. ა...
საზოგადოება • 1686140425

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბავშვის განვითარებაში რაღაც არ მოგვწონს უნდა გავითვალისიწნოთ თუ არა ბავშვის სურვილები ე.წ. ჯიუტი ბავშვი - რა დროს მივმართოთ ფსიქოლოგს ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს...
ჯანმრთელობა • 1686139805

უბედური შემთხვევა სამეგრელოში - ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ბავშვი საავადმყოფოში წუხელ, უგონო მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს და საათნახევრიანი რეა...
შემთხვევა • 1686139199

მოძრაობა ,,აი იას” წევრი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,რა გამოდის – პუტინი და პუტინის რუსეთი, რომელიც არ სცნობს საერთაშორისო სამართალს, ომებით იპყრობს სხვა ქვეყნების ტერიტორიებს, კლავს ათი...
სოცმედია • 1686137870

"რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა" - დღეს, 20:00 საათზე პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები საქართველოში უკრაინელი აქტივისტები არიან. "6 ივნისს, დილით, რუსმა საო...
პოლიტიკა • 1686137740