გაერომ მსოფლიოს ახალი რუკა დაამტკიცა: რით იცვლება მერკატორის საუკუნოვანი პროექცია

მსოფლიო • 1788600178

მსოფლიოს ახალი რუკა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უყარა ახალი მსოფლიო რუკის მიღებას, რომელიც ქვეყნების რეალურ ფართობებსა და ზომებს ასახავს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აფრიკული ქვეყნების მოწოდება, გამოსწორებულიყო საუკუნოვანი უსამართლობა. ამის შესახებ სტატიას CNN ავრცელებს.

რეზოლუციას სახელწოდებით „შეასწორე რუკა“ მხარი დაუჭირა აფრიკის კავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ბაჰამის კუნძულებმა. დოკუმენტი შთამბეჭდავი უმრავლესობით მიიღეს: ინიციატივას მხარი 164-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 6-მა (მათ შორის საქართველომ) თავი შეიკავა, ხოლო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც წინააღმდეგ მისცა ხმა, აშშ იყო.

რეზოლუციის მიზანია დედამიწის რეგიონების, განსაკუთრებით კი აფრიკის, „სამართლიანი“ წარმოდგენა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოქმედი რუკის დამახინჯებულმა პროექციამ ადამიანთა კოლექტიურ ცნობიერებაში კონტინენტის „სიმბოლური დაკნინება“ გამოიწვია.

დღეისათვის მსოფლიო რუკების უმეტესობა ეფუძნება მერკატორის პროექციას, რომელიც 1569 წელს ევროპელმა კარტოგრაფმა ჟერარდუს მერკატორმა შექმნა. ის ფართოდ გამოიყენება ნავიგაციაში, რადგან ჩრდილოეთ-სამხრეთის ხაზებს ეკვატორთან მიმართებით მუდმივი მიმართულება აქვთ.

თუმცა, გეოგრაფიული თვალსაზრისით ის ნაკლებად ზუსტია: მასზე მასშტაბი დამახინჯებულია და ეკვატორიდან დაშორებული ქვეყნები გაცილებით დიდ გამოჩნდება, ვიდრე სინამდვილეშია. მაგალითად, მერკატორის რუკაზე გრენლანდია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დიდი ჩანს და ზომით აფრიკას უტოლდება.

სინამდვილეში კი გრენლანდია ფართობით დაახლოებით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტოლია, ხოლო აფრიკის კონტინენტი მასზე 14-ჯერ დიდია.

მერკატორის პროექციის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ის საუკუნეების განმავლობაში სწორედ იმის გამო გამოიყენებოდა, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას ცენტრალურ და გადიდებულ პოზიციაში წარმოაჩენდა, რაც ევროპული უპირატესობის იდეას კვებავდა.

გაეროს რეზოლუციაში წუხილია გამოთქმული იმის გამო, რომ ეს დამახინჯება ხელს უწყობს აფრიკის, ლათინური ამერიკისა და სამხრეთ აზიის ზომების დაკნინებას და მსოფლიოს არაბალანსირებული აღქმის დამკვიდრებას.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ვიზუალური ცდომილება უარყოფითად მოქმედებს სამხრეთის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური რეალობის, ინფრასტრუქტურული საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის შეფასებაზე, ამასთან, ხელს უწყობს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას გარემოსდაცვით, გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროებში.

„შემეცნებითი სამართლიანობისა და ისტორიული ზიანის ანაზღაურების“ მიზნით, რეზოლუცია გვთავაზობს მერკატორის პროექციის ჩანაცვლებას „თანაბარი დედამიწა“ პროექციით, რომელიც მსოფლიო რეგიონების ფართობებს ბევრად ზუსტად ასახავს.

Equal Earth პროექცია საზოგადოებას 2018 წელს წარედგინა. ამ რუკაზე ევროპის ზომები ვიზუალურად მცირდება, ბრაზილია იზრდება, გრენლანდიის ფართობი მკვეთრად იკლებს, ხოლო აფრიკა გაცილებით დიდი ჩანს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ საფრანგეთი უარს იტყვის მერკატორის პროექციაზე იმ რუკების სასარგებლოდ, რომლებიც ქვეყნების ფართობს ზუსტად ასახავს.

„აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს აფრიკასთან, ლათინურ ამერიკასთან ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან შედარებით არაპროპორციულად დიდი ვიზუალური ადგილი უკავიათ. ეს დამახინჯებები საბოლოოდ აღქმაში ჯდება და დადგა დრო, ისინი გამოსწორდეს“, - აღნიშნა ბარომ.

გაეროს კენჭისყრას წინ უძღოდა აფრიკის კავშირის მიერ Equal Earth-ის რუკის მიღება მიმდინარე წლის მარტში. აპრილში ტოგომ, აფრიკის კავშირის სახელით, გაეროს წევრ ქვეყნებს იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა, რასაც ივლისში გაეროში კონსულტაციები და რეზოლუციის პროექტის მომზადება მოჰყვა.

„აფრიკა, რომელიც ოდესღაც რუკებზე დაკნინებული იყო, ახლა მოითხოვს, რომ დაინახონ მისი რეალური მასშტაბით - გეოგრაფიულად, ისტორიულად, მორალურად, კულტურულად, ეკონომიკურად და დიპლომატიურად“, - განაცხადა აფრიკის კავშირის წარმომადგენელმა ამა ტვუმ-ამოამ.

ახალ პროექციას მხარს უჭერს ახალი ზელანდიაც. 2018 წელს ქვეყნის ტურისტულ კამპანიაში იუმორით აღნიშნავდნენ, რომ ახალი ზელანდია მსოფლიო რუკებიდან ქრებოდა, რადგან ის ყოველთვის ქვედა მარჯვენა კუთხეში იყო მიჩურთული. Equal Earth-ის რუკა ამ პრობლემასაც ჭრის — მის ერთ-ერთ ვარიანტში ცენტრში ოკეანეთია მოქცეული და არა გრინვიჩი.

დღეისათვის ციფრული რუკების უმეტესობა, მათ შორის Google Maps, კვლავ მერკატორის პროექციას იყენებს. გაეროს რეზოლუცია მოუწოდებს ტექნოლოგიურ გიგანტებსა და პლატფორმებს, ითანამშრომლონ გაეროსთან და ეტაპობრივად გადავიდნენ უფრო ზუსტ გეოგრაფიულ პროექციაზე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325