გამოცხადებულია ტერორისტული საშიშროების უმაღლესი დონე - ამბები ისრაელიდან

მსოფლიო 1659790662    411

ისრაელი

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით საჰაერო თავდასხმები გრძელდება. ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში განგაშის სიგნალებია ჩართული. ისლამური ჯიჰადი ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტას უშვებს, თუმცა მათ ე.წ. რკინის გუმბათი ანეიტრალებს. უსაფრთხოების უმკაცრესი ნორმები მოქმედებს ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. გამოცხადებულია ტერორისტული საშიშროების უმაღლესი დონე.

 

ადგილზე არსებულ ვითარებაზე "მთავართან" იქ მყოფი ქართველი ემიგრანტები საუბრობენ:

"ვითარება ისეთია, რომ დაახლოებით 200 რაკეტაზე მეტია გამოშვებული ისრაელის ტერიტორიაზე. მე ვცხოვრობ ქალაქ აშდოთში, ჩემი სახლიდან ჩანს, ღაზას სექტორი, აშქელონი. როცა ღაზადან მოფრინავს რაკეტები ისრაელის მიმართულებით, ავტომატურად ირთვება რკინის გუმბათი, ეს ყველა მოქმედება ჩანს, რა თქმა უნდა, ისმის. აშდთოში როცა მოფრინავს რაკეტები, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ ვართ. დღის განმავლობაში ჩემ ქალაქშიც იყო დაბომბვა, დაახლოებით ერთი საათის წინ ჩაირთო სირენა, ბავშვებთან ერთად მოგვიწია ყოფნა თავშესაფარში", - თქვა მთავართან ისრაელში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა.
ღაზას სექტორში, სადაც გუშინ გვიან ღამით, ისრაელის არმიამ ისლამური ჯიჰადის საპასუხოდ, ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები განახორციელა, ამ დროისთვის ვითარება შედარებით დასტაბილურებულია. სამხედრო ავიაციის სამიზნე  ჯიჰადის იარაღის საწარმო ობიექტები, საწყობები და რაკეტის გამშვები პოზიციები გახდა. ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი აბუ მახმუდი.

გასულ ღამეს, რადიკალურმა მოძრაობა ისლამურმა ჯიჰადმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა. მათ დიდი ნაწილის განეიტრალება ე.წ. რკინის გუმბათის მეშვეობით მოხდა. მთელი ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალი ისმოდა ისრაელის აღმოსავლეთ რეგიონებში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჭაჭუა
სალომე ჭაჭუა ზღვის ტალღებში ნებივრობს - სუპერსექსუალური ვიდეო

            View this post on Instagram                       A post shared by Salome Chachua (@salome_chachuaa)             View this post on Instagram                       A post shared by Salome C...

სოცმედია 1660941626

ასტროპროგნოზი
20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახალი ნაცნობობა კარიერული კუთხით დიდ წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. საინტერესო გარიგებას გააფორმებთ და თქვენი ბიზნესი გაიზრდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგ...

ეს საინტერესოა 1660937656

ერეკლე საღლიანი
ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება

პოეტი ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება. „ერეკლე 31-ში ქალაქ სამსუნში მიემგზავრება. ოპერაციისთვის საჭირო თანხა სრულად არ შეგროვილა, თუმცა უკვე ოპერაციაზე ფიქრი შეიძლება. გა...

საზოგადოება 1660935891

ბორ
ბორჯომის ხეობაში ხანძარია (ვიდეო)

ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბორჯომის ხეობაში, სავარაუდოდ, სოფელ ქვაბისხევთან ხანძარია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  

შემთხვევა 1660935571

პუტინი
პუტინი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების დაშვებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების გაგზავნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში - ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს. მათი ცნობით, დღეს საფრა...

მსოფლიო 1660935241

აშშ საელჩო
"ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს" - აშშ-ს საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" არდაშვებას და მიიჩნევს, რომ ასეთი კომპეტენტური...

პოლიტიკა 1660934919