ინაუგურაცია სრულ საერთაშორისო იზოლაციაში - პუტინმა კრემლში მეხუთე ფიცი დადო
მსოფლიო • 1715085170
კრემლში პუტინის მორიგი, მეხუთე ინაუგურაცია მიმდინარეობს. ოპოზიციისა და კრიტიკული აზრისგან დაცლილი და სტერილური არჩევნების შემდეგ, რუსეთის დიქტატორმა კიდევ ერთხელ დადო ფიცი მოოქროვილ დარბაზში, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა მისი ხელისუფლება სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია. ინაუგურაციას არ ესწრება ევროპული სახელმწიფოების დელეგაცია.
პუტინის ფიცი:
"ვფიცავ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელებისას პატივ ვცემ და დავიცავ ადამიანისა და მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებები, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას, სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, მის უსაფრთხოებასა და მთლიანობას. ვფიცავ, რომ ერთგულად ვემსახურები ხალხს.
ამ საპასუხისმგებლო მომენტში მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, ჩვენი ისტორიული მიწების მაცხოვრებლებს, რომლებმაც დაიცვეს თავიანთი უფლება, რომ ყოფილიყვნენ სამშობლოსთან ერთად. მინდა ქედი მოვიხარო სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეების წინაშე, ყველას წინაშე, ვინც მამულისთვის იბრძვის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
პირობას გაძლევთ, რომ რუსეთის ხალხების უსაფრთხოება და ინტერესები ჩემთვის კვლავაც ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. მილიონობით ადამიანის კონსოლიდირებული ნება კოლოსალური ძალა და იმის დადასტურებაა, რომ რუსეთის მომავალს ჩვენ თავად განვსაზღვრავთ. ეს დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყანა სერიოზული გამოცდების წინაშე დგას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ღირსეულად გავივლით ამ რთულ და გარდამტეხ პერიოდს, გავხდებით უფრო ძლიერები და აუცილებლად განვახორციელებთ შორს მიმავალ გეგმებს.დარწმუნებული ვარ, რომ მრავალსაუკუნოვანი ოჯახური ტრადიციების დაცვა მომავალშიც გააერთიანებს სამოქალაქო და რელიგიურ გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებსა და ხელისუფლების ყველა ფენას." შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, ოქმების 100%-იანი დათვლით, პუტინმა ხმების 87,28% მიიღო.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...
პოლიტიკა • 1773061331
დიპლომატი, გია ჯაფარიძე საერთაშორისო პატნიორებს ურჩევს, აამოქმედონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ, რათა საქართველოს მოქალაქეების დახმარება შეძლონ. ჯაფარიძის თქმით, ახლა საჭიროა ნაკლები საუბა...
პოლიტიკა • 1773055828
რომან გოცირიძე:როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან გამოცხადებულია ტერორიზმის ხელშემწყობ ორგანიზაციად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ? რომელი ბანკები ემსა...
სოცმედია • 1773055664
ორთოპედიული ბალიშების ფუნქცია და დანიშნულება მრავალმხრივია. ეს პროდუქტი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ, იქნება ეს რაიმე სახის პათოლოგია თუ უბრალოდ ძილის დარღვევა. ეს პრო...
ჯანმრთელობა • 1773055479
სალომე ზურაბიშვილი: ყაჩაღობაზე, კორუფციაზე, ძალადობაზე, მკვლელობაზე (თუ ვითომც თვითმკვლელობაზე), უწესო ცხოვრებაზე და კიდევ რაზე არა, ოცნების მაღალ თანამდებობების პირები თუ დაბალი ჩინოვნიკები არიან შემ...
პოლიტიკა • 1773054324
ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების ალიანსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და დასძინა, რომ "ყველა ეს პარტია პრაქტიკულად არის ნაცმოძრაობის წიაღიდან წარმოშობილი." კობა...
პოლიტიკა • 1773054177












