ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მსოფლიო 1786802130

ინდონეზია მიწისძვრა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგის შემდეგ იმავე რეგიონში 5.6 და 6.1 მაგნიტუდის განმეორებითი ბიძგებიც დარეგისტრირდა. ცუნამის საფრთხის გამო გამოცხადდა განგაში.

სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნული სააგენტოს (BNPB) ხელმძღვანელის, სუხარიანტოს განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობამ 38 ადამიანს მიაღწია. მაშველებმა ცხედრები ყველაზე მეტად დაზარალებულ სამ რაიონში — სიკაში, მანგარაისა და აღმოსავლეთ მანგარაიში იპოვეს. ნაგეაკეოს რაიონში 2 000-მდე ადამიანი დროებით თავშესაფრებში განთავსდა.

აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარას პროვინციის პოლიციის უფროსის, რუდი დარმოკოს ცნობით, სტიქიამ შენობების ჩამონგრევა და სერიოზული ნგრევა გამოიწვია. ელექტროენერგიის გათიშვამ გაართულა ინფორმაციის გადაცემა და სამაშველო ოპერაციები.

მძიმედ დაზიანდა 54 საცხოვრებელი სახლი. რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულების შენობა გამოუსადეგარი გახდა

ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად და სამაშველო ღონისძიებებისთვის ჩართულია 3 ვერტმფრენი და 1 სამაშველო გემი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
11 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...

ეს საინტერესოა 1789072649

გვარამია და იაგო
„გირჩი“ არის „ქოცების“ პარტია, ხვიჩია - მათი აგენტი“ - ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...

პოლიტიკა 1789071801

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიამ ენმ-ს ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...

პოლიტიკა 1789070226

ამაღლობელი
„უსინდისობის დემონსტრირება იყო“ - მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ციხიდან პასუხობს

სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...

საზოგადოება 1789067079

თორნიკე რაზმაძე სიმონიანი
შსს ბლოგერს რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის გინებას ედავება - მოგვიანებით საქმეში კობახიძის შეურაცხყოფაც გამოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...

პოლიტიკა 1789060240

დავით ნარიმანიძე
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, გამთენიისას მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა

არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...

საზოგადოება 1789052172