„ირანელმა დემონსტრანტებმა უნდა დაიკავონ და შეინარჩუნონ ქალაქები“ - რეზა ფეჰლევი

მსოფლიო 1768058078

რეზა ფეჰლევი

ირანელმა დემონსტრანტებმა უნდა დაიკავონ და შეინარჩუნონ ქალაქები, ხოლო მუშები უნდა გამოვიდნენ საერთო ეროვნულ გაფიცვაზე. ასეთი მოწოდებით გამოვიდა ირანის შაჰის დინასტიის მემკვიდრე რეზა ფეჰლევი.

„ჩვენი მიზანი უკვე აღარ არის მხოლოდ ქუჩაში გამოსვლა; ჩვენი მიზანია მოვემზადოთ ქალაქების ცენტრების დასაკავებლად და დასაცავად“, - განაცხადა მან ვიდეომიმართვაში, რომელიც პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა.
ფეჰლევიმ დემონსტრანტებს მოუწოდა, აქციები გააგრძელონ 10 და 11 იანვარს. მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა  ქუჩებში დარჩენისთვის მომზადება და საჭირო მომარაგების უზრუნველყოფა. ასევე მან ეკონომიკის საკვანძო სექტორებში დასაქმებულ მუშებსა და თანამშრომლებს მოუწოდა, გამოვიდნენ საერთო ეროვნულ გაფიცვაზე.

ირანში პროტესტები 28 დეკემბერს დაიწყო თეირანის მთავარ ბაზარში. თავდაპირველად აქციებში მონაწილეობდნენ მაღაზიების მფლობელები და რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც მთავრობის პოლიტიკით იყვნენ უკმაყოფილოები - განსაკუთრებით ვალუტის კურსის მკვეთრი ვარდნისა და ფასების ზრდის ფონზე. მოგვიანებით პროტესტები ქვეყნის ყველა პროვინციაზე გავრცელდა.

არაოფიციალური მონაცემებით, ირანში პროტესტების განმავლობაში  სულ მცირე 217 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალ Time-ს უთხრა თეირანში მომუშავე ერთმა ანონიმურმა ექიმმა. ამასთან, ირანის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ HRANA-მ 9 იანვარს 65 დაღუპული დაადასტურა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლებას ძალის გამოყენებით დაემუქრა, თუ პროტესტის მონაწილეთა მკვლელობა გაგრძელდებოდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეუფე გრიგოლი
„ეკლესია მაგალითს მისცემს საზოგადოებას, როგორ პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები“ - მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერიც და ეკლესიაც. სასულიერო პირის თქმით, “ეკლესია...

საზოგადოება 1776689877

მსოფლიო
„კოდირება და აგენტურული ამოცანები“ - შავი სიის მიუხედავად, აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტო Anthropic-ის Mythos-ს იყენებს

Reuters -ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყენებს Anthropic-ის Mythos Preview ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა კომპანიას მიწოდების ჯაჭვის რისკის ოფიცი...

მსოფლიო 1776688704

კალაძეე
„წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ეს მოღალატეების დაჯგუფებები შექმნილიყო“ - კახა კალაძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც  დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...

პოლიტიკა 1776686930

კახა კალაძე
„სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...

საზოგადოება 1776686637

ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელელი სამხედროს მიერ ქრისტეს ქანდაკების დაზიანებას "მკაცრად გმობს" ისრაელის პემიერი ნეთანიაჰუ - „აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული იყო“

ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...

მსოფლიო 1776686624

კახა კალაძე1
„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ინვესტიციებით, გადასახადებით და ყველა სხვა კომპონენტით საინტერესო ქვეყანაა“ - კახა კალაძე თბილისში Trump Tower-ის  პროექტზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია ის, რომ ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება. კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან  Trump Tower Tbilisi -...

ბიზნესი & ეკონომიკა 1776686272