მსოფლიო • 1712962500
ირანმა, შესაძლოა, უახლოეს 24 საათში ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელოს, იუწყება CBS აშშ-ის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით. მათი თქმით, თავდასხმა ისრაელის სამხედრო ობიექტებზე იქნება მიმართული და შესაძლოა 100-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი და ათობით რაკეტა ჩაერთოს.
შესაძლო თავდასხმა იქნება შურისძიება პირველ აპრილს დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე განხორციელებული ავიაიერიშზე, სადაც დაიღუპა ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) შვიდი წევრი, მათ შორის, მაღალი რანგის ოფიცრები.
IRGC-ის დაღუპული წევრების დაკრძალვაზე შეიარაღებული ფორმირების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ ისრაელზე შურისძიების გადაწყვეტილება მიღებულია და აუცილებლად შესრულდება. ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ პირობა დადო, რომ შურისძიებას იძიებს თავდასხმისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთშაბათს გააფრთხილა ისრაელში მცხოვრები ამერიკელები და ურჩია, არ იმოგზაურონ დიდ ქალაქების გარეთ. ქვეყანაში დიპლომატიურ ჩინოვნიკებს ავალებენ, დაელოდონ ბრძანებებს.
ასევე, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის აშშ, საფრანგეთი, პოლონეთი, ინდოეთი და რუსეთი, საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, რომ უახლოეს მომავალში თავი შეიკავონ ისრაელში მოგზაურობისგან.
CBS-ის მიერ გამოკითხული სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვას გაუჭირდება მოსალოდნელი მასშტაბის შეტევის მოგერიება. მათი პროგნოზით, შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზარალი, რაც გამოიწვევს კონფლიქტის მკვეთრ ესკალაციას ისრაელსა და ირანს შორის.
დამასკოში ირანის საკონსულოს დაბომბვაზე ისრაელს პასუხისმგებლობა არ აუღია, მაგრამ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ მიუთითა ისრაელის დაზვერვაზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ შენობა არ იყო საელჩოს ნაწილი, არამედ იყო „ყუდსის ძალების" სამხედრო შენობა, რომელიც შენიღბულია, როგორც სამოქალაქო შენობა დამასკოში“. „ყუდსის ძალები“ არის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საგარეო ოპერაციების დანაყოფი, რომელიც აშშ-ის მიერ კლასიფიცირებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.
„ვაშინგტონ პოსტი“ კი წერს, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან საუბრისას უკმაყოფილება გამოხატა, რომ ვაშინგტონი არ იყო ინფორმირებული პირველ აპრილს დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე განხორციელებული ავიაიერიშის თაობაზე.
თეირანმა არაბული ქვეყნების მეშვეობით შეტყობინება გაუგზავნა ვაშინგტონს, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში თუ ჩაერევა, რეგიონში ამერიკულ ძალებს თავს დაესხმებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი” აშშ-ის მთავრობის სამ წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საუბარში ბრიტანეთის, გერმანიისა და ავსტრალიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან გზავნილები მიანიშნებდა, რომ ირანელები მიმართული არიან შეზღუდული პასუხისკენ, რომელიც არ გამოიწვევს რეგიონულ ესკალაციას.
ოცნების ამერიკელი მხარდამჭერი კიმბერლი ლოუ, მხედრიონის მეთაურ დოდო გუგეშაშვილს შეხვდა
საზოგადოება • 1737902585
21 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის” მფლობელმა ირაკლი რუხაძემ რადიო თავისუფლების პოდკასტში ისაუბრა. პოდკასტიდან მონაკვეთები მოგვიანებით სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც გაავრცელეს. ინტერვიუს მიმდინარეობ...
პოლიტიკა • 1737901830
აქცია იყო ცოტა ხნის წინ წერეთლის გამზირზე. მოქალაქეები პოლიციის განყოფილებასთან იყვნენ მისული და სკანდირებდნენ "არა პოლიციურ რეჟიმს!", "ცეცხლი ოლიგარქიას!" და "გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!". მა...
პოლიტიკა • 1737901200
ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურდა. "არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე...
მსოფლიო • 1737899299
გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 11:20 საათზე, 74.66 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.05%-იან ზრდ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1737894936
ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამ...
პოლიტიკა • 1737891675
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი