ისლანდია გახდა პირველი ქვეყანა ევროპაში, რომლის პარლამენტში ქალები უმრავლესობაში არიან

მსოფლიო 1632717420

ისლანდია

25 სექტემბერს ისლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომლის საბოლოო შედეგები დღეს გახდა ცნობილი. ოქმების გადამუშავების შედეგად, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 63-დან 33 მანდატი (52 პროცენტი) ქალმა დეპუტატებმა მოიპოვეს. შედეგად ისლანდია გახდა პირველი ქვეყანა ევროპაში, რომლის პარლამენტშიც ქალები უმრავლესობაში არიან.

არჩევნებში წარმატებას მოქმედმა სამთავრობო კოალიციამ მიაღწია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან დამოუკიდებლობის პარტია (16 მანდატი), "მემარცხენე მწვანეთა მოძრაობა" (8 მანდატი) და პროგრესული პარტია (13 მანდატი). მათ ჯამში 37 მანდატი მოიპოვეს. კოალიციის ლიდერი, დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე ბიარნი ბენედიქტსსონი, რომელიც ამჟამად ფინანსთა მინისტრის პორტფელს ფლობდა, ვარაუდობს, რომ პრემიერის პოსტს დაიკავებს და შეცვლის მთავრობის ამჟამინდელ მეთაურს, "მემარცხენე მწვანეთა მოძრაობის" ლიდერს კატრინ იაკობსდოტტირს. 

თუმცა, მიუხედავად დაბალი შედეგისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ კატრინ იაკობსდოტტირს, რომელიც 4 წელია მთავრობას მეთაურობს, მოსახლეობაში მაღალი რეიტინგი აქვს. მან რამდენიმე წარმატებული რეფორმა ჩაატარა, განსაკუთრებით საგადასახადო სისტემაში, გაზარდა ახალშობილის დედის ფასიანი შვებულების დრო და სოციალური კომუნალური ბინათმშენებლობისთვის გამოყოფილი თანხები. 

გარდა ამისა, ქვეყანამ წარმატებით გაართვა თავი COVID-19-ის კრიზისს - ქვეყანაში სადაც 370 000 მოქალაქე ცხოვრობს, კორონავირუსით სულ 33 ადამიანი გარდაიცვალა.

ისლანდიამდე საკუთარი ქვეყნის პარლამენტში ქალებმა უმრავლესობა რუანდაში, ბოლივიასა და კუბაში მოიპოვეს.

ისლანდიის პარლამენტი, ალთინგი, პირველად 930 წელს შეიკრიბა თინგის ველებზე, კუნძულის სამხრეთ-დასავლეთში, ტბა თინგვადლავატნის ჩრდილოეთ ნაპირზე.

ალთინგი ჩვენს დრომდე მოღწეულ პარლამენტთა შორის უძველესია. იმხანად ალთინგში მონაწილეობის მიღების უფლება ნებისმიერ თავისუფალ მამაკაცს ჰქონდა. თავდაპირველად ალთინგი არა მხოლოდ კანონების მიღების ადგილი, არამედ დავების გადაწყვეტის ორგანოც იყო. კანონებით ე.წ. ლოგრეტა (ისლ. Lögrétta) იყო დაკავებული, რომელიც მეტწილად ღვთის მსახურებისგან შედგებოდა (ისლ. goðar).

1000 წელს ალთინგზე უმეტესობამ ქრისტიანობის მიღებას დაუჭირა მხარი.

ისლანდიის ნორვეგიასთან გაერთიანების შემდეგაც ალთინგი 1799 წლამდე ფუნქციას არ წყვეტდა. შემდეგ ალთინგი სპეციალური უმაღლესი სასამართლოთი შეიცვალა. 1844 წელს ალთინგი იოუნ სიგურდსონის მიერ იქნა აღდგენილი და რეიკიავიკში იკრიბება. დღეისათვის (1991 წლიდან) ალთინგი ერთპალატიანი პარლამენტია 63 წევრით, რომელთაც ექვს საარჩევნო ოლქში ირჩევენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პროკურატურა
ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით 340 000 ლარზე მეტის დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ, ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.   ბრალდებულებს ავსტრალი...

კრიმინალი 1711633022

სანიოლის შვილი
„აქამდე არასდროს მინახავს როგორ ტირის მამაჩემი ფეხბურთის გამო“ - სანიოლის შვილი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შვილის განცხადებით, აქამდე არასდროს უნახავს როგორ ტირის მამამისი ფეხბურთის გამო. "მითხრა, რომ ამხელა ემოციების შემდეგ თავის შეკავება ვერ შეძლო. ვ...

სპორტი 1711632931

ევრო დოლარი
ვალუტის ხვალინდელი კურსი ცნობილია - ნახეთ დეტალები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6978 ლარი ეღირება, ევრო – 2.9112 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4035 ლარი. დღეს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711632743

ბუზალაძე ძმა
„ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მადრიდში დაგეგმილ „ევროვიზიის“ პრომოტურზე ყველა აქტივობა გავაუქმე, მაგრამ სპეციალური სტუმრის სტატუსით ვიმღერებ დასკვნით ღონისძიებაზე და ჩემს ძმას სიმღერას მივუძღვნი…“ - ნუცა ბუზალაძე

რამდენიმე დღის წინ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ. მისი ძმა დათო აშშ-ში გარდაცვლილი იპოვეს… ნუცამ ახლახან გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი...

სოცმედია 1711632677

პუტინი კოლაჟი
"სრული ბოდვაა" - პუტინის მტკიცებით, NATO-სთან ომის განზრახვა არ აქვს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, მას არ აქვს განზრახვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და NATO-ს ეომოს. პუტინის თქმით, ხსენებული აზრი "ბოდვაა". ის ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების...

მსოფლიო 1711632447

პაპუაშვილი
"ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები" - შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შემდეგ ევროკავშირის ელჩისა და ბრიუსელის მიერ განსაზღვრული დათქმების წინააღმდეგ ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის  და ამბობს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერებ...

პოლიტიკა 1711632228