„ისრაელის შემდეგი სამიზნე თურქეთი იქნება, თუმცა, როგორც ჰიტლერი შეაჩერეს, ნეთანიაჰუც იმავე გზით შეჩერდება“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
მსოფლიო • 1727857313

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ისრაელის შემდეგი სამიზნე თურქეთი იქნება.
მისი თქმით, ისრაელის სამხედრო ოპერაციები პალესტინის ტერიტორიებსა და ლიბანში შესაძლოა, მალე თურქეთზეც გავრცელდეს.
„ლიბანის შემდეგ, ადგილი, რომელსაც ისრაელი თვალს დაადგამს, გეუბნებით პირდაპირ, იქნება ჩვენი სამშობლო. რა ფასიც არ უნდა დაგვიჯდეს, თურქეთი გააგრძელებს ისრაელის წინააღმდეგ დგომას და მოუწოდებს მსოფლიოს, დაიკავოს ეს ღირსეული პოზიცია“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ისინი, ვინც მზარდ დაძაბულობაში ანკარას ნეიტრალიტეტისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ვდგავართ ოკუპაციის ქსელის წინაშე, რომელსაც მთელი რეგიონის ცეცხლში გახვევა სურს. ვისაც სინდისის ნატამალი მაინც აქვს, ვერ შეძლებს დუმილს ასეთი ხოცვა-ჟლეტის დროს. ისევე როგორც ჰიტლერი შეაჩერეს, ნეთანიაჰუც იმავე გზით შეჩერდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

პოლიციელი, როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, აქციის მონაწილე ქალს თმა მოქაჩა, ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა. "შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის პი...
პოლიტიკა • 1745520206

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას და ამ ფონზე რუსეთის მიერ კიევის დაბომბვას გამოეხმაურა. ამის შესახებ BFMTV წერს. მაკრონის თქმით, "ერთადერთი აგრ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745512635

იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც გზის გადაკეტვაზე მიღებული ჯარიმები გაასაჩივრეს უარს ეუბნებიან საჩივრის დაკმაყოფილებაზე. იურისტი სოციალურ ქსელში რჩ...
პოლიტიკა • 1745512091

„ოცნების“ ინფრასტრუქტურისა და რეგინული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქარსელაძის თანამდებობიდან წას...
პოლიტიკა • 1745510692

ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: ერთი ამბავი გამახსენა წილოსანის განცხადებამ: ერთი მდიდარი ამბობს ეკლესიის შენება დავიწყეო და მეზობელი ეუბნებაშ ე ნ ი ს ე თ ი ც ხ ო ვ...
სოცმედია • 1745510452

"მიუხედავად [საქართველოსთან] არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთსასარგებლო გზით ვაშენებთ. ამ მიმართულ...
პოლიტიკა • 1745510001