ისრაელმა ღაზაში გაეროს შტაბ-ბინის ქვეშ ჰამასის მიწისქვეშა ბაზა იპოვა

მსოფლიო 1707633422

ისრაელი

ტერორისტულმა ჯგუფმა ჰამასმა მიწისქვეშა მონაცემთა ცენტრი პირდაპირ ღაზაში, გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს (UNRWA) შტაბ-ბინის ქვემოთ შექმნა. მიწისქვეშა კომპლექსი ისრაელის ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს, - წერს The Times of Israel.

აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა მონაცემთა ცენტრი აღჭურვილი იყო საკუთარი ელექტრული ქვესადგურით, სამრეწველო ბატარეებითა და ჰამასის ტერორისტების საცხოვრებელი ოთახებით, რომლებიც მართავდნენ კომპიუტერულ სერვერებს. იგი შეიქმნა გაეროს სააგენტოს შენობის ქვეშ - სადაც ისრაელს თავიდან არც კი უფიქრია მსგავსი ობიექტების ძებნა.

იმისათვის, რომ ბრალდებები უსაფუძვლო არ ყოფილიყო, ხუთშაბათს, 8 თებერვალს IDF-მა ჟურნალისტები ამ მიწისქვეშა კომპლექსის მოსანახულებლად მოიწვია. დღეს The Times of Israel-მა გამოაქვეყნა ფოტომასალა მიწისქვეშა კომპლექსიდან. ჟურნალისტები ღია გვირაბის გადასასვლელში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შევიდნენ და ნამდვილი მიწისქვეშა ქალაქი საკუთარი თვალით ნახეს.

IDF ოფიციალური პირები თვლიან, რომ ჰამასი სერვერის ცენტრს იყენებდა დაზვერვის შეგროვების, მონაცემთა დამუშავებისა და კომუნიკაციისთვის. 401-ე ჯავშანსატანკო ბრიგადის მეთაურის, პოლკოვნიკ ბენი აარონის თქმით, მისმა ჯარისკაცებმა ასევე იპოვეს იარაღის რამდენიმე სათავსო პირდაპირ UNRWA-ს შენობაში, თუმცა გაეროს პერსონალი უკვე დიდი ხნის წინ იყო ევაკუირებული, ასე რომ იარაღი იქ შესაძლოა, მოგვიანებით მიიტანა. 

 


ამის მიუხედავად, IDF აცხადებს, რომ UNRWA-ს ზოგიერთ ოფისში მათ იპოვეს აღჭურვილობა და დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებს, რომ "იგივე ოფისებს იყენებდნენ ჰამასის ტერორისტებიც".

”ეჭვგარეშეა, რომ UNRWA-ს თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ [ჰამასი] თხრიდა უზარმაზარ გვირაბს მათ ქვეშ. UNRWA უზრუნველყოფს ჰამასის დაფარვას, UNRWA ზუსტად იცის, რა ხდება მიწისქვეშეთში, და UNRWA იყენებს თავის ბიუჯეტს ჰამასის ზოგიერთი სამხედრო შესაძლებლობების დასაფინანსებლად. ”, - ამბობს პოლკოვნიკი აარონი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ასტროპროგნოზი
24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახლა თქვენთვის პირველ ადგილზე ოჯახი უნდა იყოს და მერე სხვა დანარჩენი. თუ რჩევას გაითვალისწინებთ და საყვარელი ადამიანების ცხოვრებით დაინტერსდებით, ნახავთ, რომ მათგან გაცილებით მეტ სითბოს და სიყვა...

ეს საინტერესოა 1721764390

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 24 ივლისს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 24 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანი...

საზოგადოება 1721735700

პოლიტიკა
„ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას... გარდა ერთისა, ვერცერთი ლახავს 5%-იან ბარიერს“ - მამუკა მდინარაძე

ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლსობას... გარდა ძველი „ნაციონალური მოძრაობისა“ ვერცერთი პარტია ვერ ლახავს 5%-იან ბარიერს - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" აღმასრულე...

პოლიტიკა 1721733426

მსოფილიო
ვულკანის საფრთხე ტურისტებისთვის - სეზონის პიკში იტალიის ყველაზე დატვირთული აეროპორტი დაიხურა

აღმოსავლეთ სიცილიის ქალაქ კატანიაში, „ეტნადან“ ვულკანის ამოფრქვევის გამო, ზაფხულის პიკის ტურისტულ სეზონში აეროპორტი დაიხურა, რის გამოც ტურისტებს პრობლემები შეექმნათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ე...

მსოფლიო 1721732590

ცესკო
ტვ „პირველის“ გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ, ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და ტვ „მთავარის“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ, ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ცე...

საზოგადოება 1721732144

ცბ მმ
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვილა მოსავალი ფართოვდება

საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, პარტნიორი ბიზნესების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა უცვლელი პრიორიტეტია. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით...

ბიზნესი & ეკონომიკა 1721728200