„ჯეფრი ეპსტინმა ჩემს წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო.... რა სიგიჟეა“ - ტრამპი
მსოფლიო • 1770185913
„ჯეფრი ეპსტინმა ჩემს წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო. ეს გუშინ გამოქვეყნდა მილიონობით გვერდის მქონე დოკუმენტების სახით. რა სიგიჟეა ეს. მან შეთქმულება მოაწყო ჩემ წინააღმდეგ, რათა დარწმუნებულიყო, რომ არჩევნებში წავაგებდი. ეს ერთადერთი რამ იყო, რაც ჩემზე იყო ნახსენები. ვფიქრობ, ნამდვილად დროა, ქვეყანა სხვა რამეზე გადაერთოს. ახლა იცით, რომ ჩემ შესახებ არაფერი გამოვლენილა, გარდა იმისა, რომ ეს იყო შეთქმულება ჩემს წინააღმდეგ ეპშტეინისა და სხვა ადამიანების მიერ. ვფიქრობ, დროა, ქვეყანა სხვა რამეზე გადაერთოს, მაგალითად ჯანდაცვაზე, ისეთ რამეზე, რაც ხალხს ადარდებს“ | განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ფინანსისტ ჯეფრი ეპსტინის ფაილებიდან სამ მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა, მათ შორის ორი ათასი ვიდეო და 180 ათასი ფოტო. ახალმა დოკუმენტებმა გამოავლინა ეპსტინის კავშირები რამდენიმე ლიეტუველ მხატვარსა და მოდელთან, ასევე პეტრეიკისების ოჯახთან, რომელთა კულტურულმა ორგანიზაციებმა ეპსტინის ფონდიდან ათიათასობით ევრო მიიღეს 2025 წლის 20 ნოემბერს ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს ეპსტინის ფაილების გასაჯაროებას ავალებდა. საქმის შესახებ დოკუმენტები წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო - 2024 წლის დასაწყისში მხოლოდ მათი ნაწილი გასაჯაროვდა, თუმცა, როგორც მაშინ მედია წერდა, აღნიშნული დოკუმენტები ხმამაღალ გამოაშკარავებებს არ მოიცავდა და მოცემული ინფორმაციის დიდი ნაწილი მედიითა და სასამართლო პროცესებით უკვე ისედაც გავრცელებული იყო. ეპსტინი ციხეში 2019 წელს გარდაიცვალა და ეს ფაქტი ოფიციალურად თვითმკვლელობად გამოცხადდა, თუმცა მალევე გაჩნდა არაერთი კონსპირაციული ეჭვი იმის თაობაზე, რომ, თითქოს, ის სპეციალურად მოკლეს, რათა გავლენიანი ადამიანების შესახებ ინფორმაცია არ გაევრცელებინა
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1771437323
გოგა ხაჩიძე: როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, 2025 წლის მაისში, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $ დღეს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს, ბიტკოინის ფასი არის 67 128 $ (თითქმის განახევრდა) ახლა თქვენ...
სოცმედია • 1771437079
გია ხუხაშვილი: რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.ეს იყო სისტემური დანაშაულ...
სოცმედია • 1771431254
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...
პოლიტიკა • 1771427239
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გა...
კრიმინალი • 1771426020
ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" | აცხადებენ პროკურატურაში "თანაინვეს...
პოლიტიკა • 1771425172











