კადიროვმა რუსეთში უმაღლესი სამხედრო წოდება, ოქროს სამხრეები და ენდროსფერი ბერეტი მიიღო
მსოფლიო • 1791041218
„როსგვარდიის“ დირექტორმა, ვიქტორ ზოლოტოვმა, ჩეჩნეთის ხელმძღვანელს, რამზან კადიროვს, არმიის გენერლის სამხრეები და ენდროსფერი („კრაპის“) ბერეტი გადასცა, იუწყება TASS-ი.
ზოლოტოვის განცხადებით, კადიროვს წოდება ვლადიმირ პუტინმა აუმაღლა, ხოლო მას, ზოლოტოვს, დაევალა პუტინის ბრძანებულების გაცნობა და არმიის გენერლის ოქროს სამხრეების გადაცემა.
„მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. სამი დღის წინ აღვნიშნეთ უწყებრივი სპეციალური დანიშნულების ძალების დაარსების მორიგი წლისთავი, სადაც სათავე დაედო „კრაპის“ ბერეტის გადაცემის ტრადიციას. მადლიერების ნიშნად... მიღებულია გადაწყვეტილება, არმიის გენერალ კადიროვს ეს უმნიშვნელოვანესი სიმბოლოც გადაეცეს“, — განაცხადა ზოლოტოვმა.
მანამდე კადიროვი გენერალ-პოლკოვნიკის წოდებას ატარებდა, რომელიც 2022 წელს მიიღო. არმიის გენერლის წოდება დე-ფაქტო უმაღლესია რუსულ არმიაში - მასზე მაღალი მხოლოდ მარშლის წოდებაა, თუმცა 1997 წლის შემდეგ იგი არავისთვის მიუნიჭებიათ, წერს „ვაჟნიე ისტორიი“.
„კრაპის“ (ენდროსფერი) ბერეტი „როსგვარდიის“ სპეცდანიშნულების დანაყოფებსა და ზოგოერთ სხვა ძალოვან სტრუქტურაში გამორჩევის უმაღლეს ფორმად ითვლება. მის მისაღებად აუცილებელია გამოცდების სერიის გავლით დამტკიცება, რაც ზოგჯერ მონაწილეთა დაღუპვითაც სრულდება. ამ გამოცდებში რამზან კადიროვის მონაწილეობის შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა მას „კრაპის“ ბერეტი წარსულშიც ეხურა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









