მსოფლიო • 1722847944
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული“ პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა საკუთარი პოზიციები წინასაარჩევნო რბოლაში გაიუმჯობესა. ინფორმაციას ამის შესახებ CBS News-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, ჰარისს სულ უფრო მეტი ახალგაზრდა და ფერადკანიანი ამომრჩეველი უჭერს მხარს. გარდა ამისა, ჰარისის რეიტინგი გაიზარდა ქალ ამომრჩევლებშიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ის მათ ინტერესებს უფრო გაატარებს, ვიდრე „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი.
ეროვნული დონეზე ჰარისი 1%-ით უსწრებს ტრამპს, რაც მანამდე არასდროს ყოფილა. ვინაიდან, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო რბოლაში მონაწილეობის დროს, ტრამპი მას მუდამ 5%-ით უსწრებდა.
ტელეარხის ცნობით, ქვეყნის საკვანძო შტატებში ჰარისის და ტრამპის ხმები თანაბრად იყოფა. თუმცა, ამის მიუხედავად, ტრამპი კვლავ ინარჩუნებს კარგ პოზიციებს ისეთი თემების ირგვლივ, როგორებიცაა მიგრაციული პოლიტიკა და მეტი დოვლათის შექმნა თითოეული ამერიკული ოჯახისთვის.
CBS News-ის ინფორმაციით, გამოკითხვამ აჩვენა, რომ მიჩიგანის შტატში ჰაირსს და ტრამპს ხმების თანაბარი რაოდენობა, 48% აქვთ, პენსილვანიაში – 50%, არიზონაში – 49%. ვისკონსინის შტატში ტრამპს მხარს 50% უჭერს, ხოლო ჰარისს – 49%, ჯორჯიაში ტრამპს ხმათა 50% აქვს, ხოლო ჰარისს – 47%. ანალოგიური ვითარებაა ჩრდილოეთ კაროლინაში, მაგრამ ნევადას შტატში ჰარისი ტრამპს უსწრებს. მას 50%-იანი მხარდაჭერა აქვს, როლო ყოფილ პრეზიდენტს – 48%-იანი.
ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სოცქსელში წერს: ქართველ ქომაგშიაც რომ განხეთქილება შეეტანა, რომელზეც ძალიან გაბრაზებულია უდავი, ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა სტადიონზე...ეს ანაკონდა არის სატანას ფეხის მკვნ...
სოცმედია • 1742787568
ვიდეო: „ძალიან სამარცხვინო საქციელია“ - რა ხდებოდა სტადიონზე საქართველო-სომხეთის მატჩის დამთავრების შემდეგ
საზოგადოება • 1742786788
ისტორიკოსი ბექა კობახიძე: სტუმრად ჩავედით, 3:0 მოვუგეთ, ერთი კენჭი არავის უსვრია. ჩამოვიდნენ, 6:1 მოვუგეთ და დაალეწეს ბოთლები თავზე.ამავე დროს, იგივე ხალხი ჩაჯმული გაიქცა და ხმა "აბა ომი გინდა?!"-ს მი...
სოცმედია • 1742786496
ჟურნალისტი ვიკა ბუკია: ქოცობა კიბოა და მეტასტაზები მატჩის შემდეგ სტადიონსაც მოედო დღეს. ყველაფერს მოედება თუ ამათ არ მოვიშორებთ დროზე. ქოცებმა არც სტუმართმოყვარეობა იციან და არც სამშობლოს სიყვარული. ა...
სოცმედია • 1742786333
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ არჩევნების წინ ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გადამდგარა. ამის შესახებ ხაბეიშვილმა გირჩის ეთერში ისაუბრა იაგო ხვიჩიას პოდკასტშ...
პოლიტიკა • 1742786252
ვირას, 23 მარტს, თურქეთის ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) პრაიმერიზში თითქმის 15 მილიონმა ამომრჩეველმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ აირჩია....
მსოფლიო • 1742785660
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი