„კატეგორიულად ვგმობთ აშშ-ს თავდასხმას ირანის ბირთვულ ობიექტებზე“ - რუსეთის საგარეო

მსოფლიო 1750593289

რუსეთის საგარეო დაზვერვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შესახებ განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი ირანის ბირთვულ ობიექტებზე ამერიკული ძალების თავდასხმებს მკაცრად გმობს.

"რუსეთი კატეგორიულად გმობს 22 ივნისის გამთენიისას ირანის რიგ ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ს მიერ მიტანილ იერიშებს, რომლებიც ისლამურ რესპუბლიკაზე ისრაელის თავდასხმებს მოჰყვა" - წერია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიუხედავად აშშ-ს მიერ მოყვანილი არგუმენტებისა "უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება - მიიტანო სარაკეტო-ბომბდამშენი იერიში სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე - საერთაშორისო სამართლის, გაეროს წესდებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უხეშ დარღვევას წარმოადგენს".

რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს აშშ-ს იერიშების დაგმობისკენ მოუწოდებს.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის დიპლომატიური გზებით მოგვარებას უჭერს მხარს. 

 


დღეს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანში არსებულ სამ ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა და ობიექტები, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობდა, სრულად განადგურებულია.

არაღჩი: დღევანდელი დილის მოვლენები აღმაშფოთებელია და გრძელვადიანი შედეგები ექნებამოგვიანებით, ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, აშშ-ს მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი იერიშების განსახილველად საგანგებო შეხვედრა გამართოს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლევან სანიკიძე
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას...“ - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას: “რატომ არის საქართველო გაგლეჯილი ტომარა?”მართლა ღვთისმშობელი იფარავს საქ...

სოცმედია 1772907484

გივი თარგამაძე
„ჰოე, ჰოე! დაშოშმინდით... მოითმინეთ, დამელოდეთ, დამელოდეთ, როგორც თქვენი გლუვი იტყოდა, დამელოდეთ... თუ იმედი გაქვთ, არ ჩამოვალ - ოლოლო! ჩემდა თავად, თქვენგან გამქცევი იყოს მათიკაშვილი“ - გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე: ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩა...

სოცმედია 1772903209

გივი თარგამაძე
გივი თარგამაძე, რომელსაც სუს-ი ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - მედია

გივი თარგამაძე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს...

პოლიტიკა 1772898323

 გივი თარგამაძე
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“ - სუს-ი

„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხა...

პოლიტიკა 1772896558

ოპოზიციის ალიანსი
ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი რეჟიმის შესაცვლელად - ოპოზიციის ალიანსმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გამარჯვების საერთო სტრატეგია გააცნო

ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქ...

პოლიტიკა 1772896140

დავით ზურაბიშვილი ივანიშვილი
„ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი, ამასაც ახერხებს“ - დავით ზურაბიშვილი ისრაელის საელჩოს განცხადებაზე

დავით ზურაბიშვილი: ისრაელის საელჩოს განცხადება ვნახე.ერთი ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი ამასაც ახერხებს.

სოცმედია 1772894141