კაცს, რომელიც პელოსის სახლში შეიჭრა და მის ქმარს თავს დაესხა, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

მსოფლიო 1730269844

პელოსის ქმარი

კაცს, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის, ნენსი პელოსის სახლში შეიჭრა და მის ქმარს ჩაქუჩით დაესხა თავს, ვადაზე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე, უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

დევიდ დეპეიპი ასევე მაისში ფედერალური ბრალდებებით გაასამართლეს, რის გამოც 30 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სან-ფრანცისკოში სასამართლო პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა დეპეიპი დამნაშავედ ცნეს ადამიანის გატაცებაში, პირველი ხარისხის ყაჩაღობაში და ასაკოვანი ადამიანისთვის თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვისთვის. თავდასხმის შედეგად პოლ პელოსიმ, რომელიც ამჟამად 84 წლისაა, თავისქალის დაზიანებითა და სხვა ტრავმებით საავადმყოფოში 6 დღე გაატარა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ პელოსის ოჯახმა განაცხადა, რომ სამართლიანობამ გაიმარჯვა.

"ორი წლის წინ ძალადობრივი შეჭრისა და შეძახილებიდან "სად არის ნენსი?" შემდეგ, დღე არ გადის, რომ არ ვიფიქროთ ამ დამანგრეველ თავდასხმაზე, მის ტრავმებზე - ან მომავალი თავდასხმების შესაძლებლობაზე", - განაცხადა ოჯახმა.

დეპეიპის ადვოკატი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

"ეს ნამდვილად იყო ტრაგიკული ისტორიის ტრაგიკული დასასრული", - განაცხადა ადვოკატმა ადამ ლიპსონმა.

ლიპსონი ცდილობდა სასამართლო დაერწმუნებინა, უფრო მსუბუქი სასჯელის ზომა გამოეტანა და მიუთითებდა ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და იზოლაციის პრობლემებზე, რამაც იგი პროპაგანდისთვის მოწყვლადი გახადა.

სასამართლო პროცესზე ნაჩვენები ვიდეოკადრებიდან ჩანდა, რომ კანადის მოქალაქე დეპეიპი, რომელიც 20 წელია აშშ-ში ცხოვრობს, 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს კალიფორნიაში პელოსის სახლში ჩაქუჩით შეიარაღებული შეიჭრა. დეპეიპი ნენსი პელოსის ქმარს წააწყდა და იკითხა სად იყო მისი ცოლი, რომელიც იმ დროისთვის სახლში არ იმყოფებოდა. ადგილზე მისულ პოლიციას ჩაქუჩზე ჩაჭიდებული პელოსი და დეპეიპი დახვდათ.

მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა კაცს იარაღის დაგდება მოსთხოვეს, მან ჩაქუჩი პოლ პელოსის ჩაარტყა, რის შემდეგაც ის იატაკზე დააგდეს. თავისქალის დაზიანების გარდა ყოფილი სპიკერის ქმარმა მკლავისა და ხელის დაზიანებები მიიღო. თავდასხმის დროს მას სამჯერ დაარტყეს.

ფედერალურ სასამართლოზე ბრალდებულმა აღიარა, რომ ნენსი პელოსის მძევლად აყვანას, კამერის წინ დაკითხვას და "მუხლების დატეხვას" გეგმავდა, თუ არ აღიარებდა იმას, რასაც დეპეიპმა, "მისი ტყუილები უწოდა".

როდესაც დეპეიპმა სასამართლოს მიმართვის შესაძლებლობა მიიღო, მან 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით კონსპირაციის თეორიებზე ისაუბრა. გარდა ამისა, მას მიაჩნდა რომ სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატები მის წინააღმდეგ შეიკრნენ, რის გამოც მოსამართლემ იგი რამდენჯერმე გააჩერა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს

უოფილი ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) სოციალურ ქსელში ავრცელებს. უწყების პრესსამსახურმა განა...

მსოფლიო 1771158474

დოროთე
"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს“ - დოროთე ყურაშვილი

"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს. განკითხვის დღე უკვე დამდგარია, ყველა ყვ...

საზოგადოება 1771157003

პაპუაშვილი
„დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები“ - პაპუაშვილი

"როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუ...

პოლიტიკა 1771156925

დოროთე
"ალბათ 30 ვერცხლის კონვერტირება გააკეთეს" - მამა დოროთე ყურაშვილი მღვდლის შვილისთვის მიწის გადაცემაზე

მამა დოროთე ყურაშვილი მის მღვდლობიდან განყენების პროცესს "ოცნების" ხელისუფლების მიერ მცხეთაში მიწის გადაცემის საკითხს უკავშირებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას ისაუბრა. საქმე ეხება შაბათის...

საზოგადოება 1771154696

ნეთანიაჰუ ტრამპი
ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანზე ზეწოლის გზებზე შეთანხმდნენ

ოთხშაბათს თეთრი სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ აშშ გააძლიერებს ძალისხმევას ირანის მიერ ჩინეთში ნავთობის ექსპორტის შემცირების მიმართულებით. ამის...

მსოფლიო 1771147903

საზოგადოება
კრიმინალური ავტორიტეტის სახელით კახეთში მცხოვრებ კაცს 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს - შსს

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს. ინფორაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,  ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ...

კრიმინალი 1771147335