ხელისუფლების ცვლილება გერმანიაში - შეძლებს თუ არა სოციალ-დემოკრატიული პარტია კოალიციის შექმნას

მსოფლიო 1632741519

შტოლცი და ლაშეტი

26 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური წინასწარი შედეგების მიხედვით, გერმანიაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი შემდეგნაირად გადანაწილდა: სოციალ-დემოკრატიული პარტია - 25,7%, მემარჯვენე ცენტრისტული ბლოკი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან სოციალური კავშირი - 24,1%, მწვანეები - 14,8%, თავისუფალი დემოკრატები - 11,5% და "ალტერნატივა გერმანიისთვის" - 10,3.

არჩევნების მთავარი სიურპრიზი ის არის, რომ ანგელა მერკელის წასვლის შემდეგ, ქრისტიან-დემოკრატებმა ისტორიულად ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენეს - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩატარებული 19 არჩევნებიდან ბლოკი 30% არასდროს ჩამოსცილებია.

გასულ არჩევნებთან შედარებით უკეთესი შედეგები აჩვენეს სდპგ-მ, მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა, მცირედით გაუარესდა "ალტერნატივის" შედეგი. ბარიერი ვერ გადალახა მემარცხენე პარტიამ, მაგრამ რადგან მას 3 მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი გააჩნია, შეუძლია თავისი ფრაქცია ჩამოაყალიბოს. 

არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მთავრობის დაკომპლექტებაზე განაცხადი ორივე ლიდერმა პარტიამ წარადგინა. ასევე ცხადია, რომ მთავრობაში აუცილებლად იქნებიან მწვანეები და თავდეკები, რადგან ვერცერთი ლიდერი პარტია მათ გარეშე კოალიციურ მთავრობას ვერ შექმნის. არც სოციალ-დემოკრატები და არც ქრისტიან დემოკრატები არ აპირებენ "ალტერნატივასთან" კოალიციაში გაერთიანებას, ხოლო დასუსტებული მემარცხენე პარტიის მანდატები არავის სჭირდება.

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, რომ შენარჩუნდეს ბოლო რვა წლის განმავლობაში არსებული სამთავრობო კოალიცია - სოცდეკებისა და ქრისტიან დემოკრატების შემადგენლობით, ოღონდ შეცვლილი ფუნქციებით - კოალიციის ლიდერის ფუნქცია უკვე სოციალისტებს ექნებათ. ამ ვარიანტს, ჯერჯერობით, ორივე პარტიის ხელმძღვანელი გამორიცხავს. 

დღეს ექსპერტები სწორედ მწვანეებისა და თავისუფალი დემოკრატების პოზიციებზე მსჯელობენ. მწვანეების მემარცხენეობა მათ სოციალ-დემოკრატებთან ალიანსს უფრო რეალისტურად წარმოაჩენს. არ არის გამორიცხული, მათ თავისუფალი დემოკრატებიც შეუერთდნენ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიგა სოფრომაძე
„ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე“ - თბილისის მერიის მაღალჩინოსანი რუსული კანონის წინააღმდეგ

საჯარო მოხელე რუსული კანონის წინააღმდეგ - თბილისის მერიის მომედი თანამშრომელი წერს, რომ "ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე" „როდესაც კითხვას სვამთ, ამ კანონში რას ხედავთ რუსულსო, პასუხად...

პოლიტიკა 1713295813

ივანიშვილი
„რუსული კანონის მიღებით ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს“

რუსული კანონის მიღებით ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს - ამის შესახებ დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   "ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას დ...

პოლიტიკა 1713295407

სპეცრაზმიი
დაკავებულია 11 პირი, გამოყენებულია ე.წ. წიწაკის სპრეი - შსს-ს განცხადება

სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა...

პოლიტიკა 1713295299

 გიგა ჯოხაძე
პარლამენტთან ჭავჭავაძის ცენტრის უფროსი მკვლევარი გიგა ჯოხაძე დააკავეს

არლამენტთან დაკავებები გრძელდება - ჭავჭავაძის ცენტრის უფროსი მკვლევარი გიგა ჯოხაძე დააკავეს.   უცნობია, ამ დროისთვის, რამდენი მოქალაქეა დაკავებული. პარლამენტთან დაკავებები დაიწყო. პარლამენტთან მიმდინა...

პოლიტიკა 1713295154

მეუფე საბა
“მე, როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი…” – მეუფე საბა რუსულ კანონზე

ეპისკოპოსი საბა ინწკირველი რუსულ კანონთან დაკავშირებით, წერს: მე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე და როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მივიჩნევ, რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერისა დ...

საზოგადოება 1713294876

აუსტრევიჩუსი
„ვარდების რევოლუციის სულს შეუძლია გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი“ - აუსტრევიჩუსი

"ვარდების რევოლუციის სულს შეუძლია გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი" -  ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი თბილისში მიმდინარე აქციას. საქართველოში დემონსტრანტები ავლენენ მტკიცე...

პოლიტიკა 1713294750