კრემლი კვლავ იმუქრება: "დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა.. შედეგებს იგრძნობს ყველა"

მსოფლიო 1652540240

ლავროვი

"დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ყოვლისმომცველი ჰიბრიდული ომის შედეგებს ყველა იგრძნობს გამონაკლისის გარეშე" - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა და კვლავ იმუქრება.

მისი თქმით, მოსკოვმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ მომხდარიყო პირდაპირი დაპირისპირება, მაგრამ რადგან მოწინააღმდეგემ ასე ისურვა, რუსეთი ამ ბრძოლაში ერთვება.

"ჩვენი ქვეყანა შექმნილი გარემოებების მიხედვით იცვლება, არჩევანი რომელსაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ და ფაქტობრივად უკვე გავაკეთეთ, განპირობებულია იმით, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა. რთულია იმის პროგნოზირება, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ეს, მაგრამ შედეგებს იგრძნობს ყველა, გამონაკლისის გარეშე.

ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ თავიდან აგვერიდებინა პირდაპირი კონფლიქტი, მაგრამ რადგან მოწინააღმდეგემ ასე ისურვა ჩვენ ამ ბრძოლაში შევდივართ, სანქციებს კი ჩვენ მიჩვეული ვართ, რადგან ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის იყო, თუმცა გვაკვირვებს რუსოფობიის ეს ქვისხანისთვის დამახასიათებელი ამოფრქვევა, რომელიც შეინიშნება თითქმის ყველა დასავლურ ქვეყანაში",-თქვა ლავროვმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლომჯარია აქციიდან
,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტთან, აქციაზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს. ,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!”, -წერს ნინო ლომჯარია. შეგა...

სოცმედია 1713498911

რასა იუკნევიჩიენე
დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...

პოლიტიკა 1713496347

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...

პოლიტიკა 1713496163

გელა ხასაია
"ამას არ ჰყვება საჯაროდ, მაგრამ..." - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე გელა ხასაიაზე

"გელა ხასაია გალიდანაა გამოქცეული, ვეღარ აიტანა რუსული წნეხი. ერთხელ უნდა მოუსმინოთ მის ისტორიას. აფხაზეთით სუნთქავს, აფხაზეთით ცხოვრობს. აფხაზური ამბები • Аҧсуа ажәабжьқәa გააკეთა თავისით და მართავს....

სოცმედია 1713495960

თაკო აბაშიძე
„დედაჩემს და მამაჩემს ვერსად ჩავაბარებ და ეს ჩემი არჩევანია!..“ - თაკო აბაშიძე

 მსახიობი და მომღერალი თაკო აბაშიძე დედ-მამის ალცჰაიმერის დაავადებას ოჯახის წევრებთან, ძმასა და რძალთან ერთდ ებრძვის და ჟურნალ „სარკესთან“ აღნიშნავს, რომ მათ ვერასდროს ჩააბარებს მოხუცებულთა თავშესაფარ...

საზოგადოება 1713495912

ამინდი
როგორი ამინდი იქნება 20 აპრილამდე

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. დასავლეთ საქართველოში 19 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შენარჩუნდება მაღალ...

საზოგადოება 1713495420