ლოს-ანჯელესის ნაწილში „კომენდანტის საათი“ გამოცხადდა
მსოფლიო • 1749615983
ლოს-ანჯელესში მიგრანტების წინააღმდეგ რეიდების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა.
კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესის მერმა კარენ ბასმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში „კომენდანტის საათი“ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მიერ მიგრანტების წინააღმდეგ დაწყებულ რეიდებს საპროტესტო გამოსვლები და მასობრივი არეულობები მოჰყვა.
„კომენდანტის საათი“ ადგილობრივი დროით საღამოს რვა საათიდან დილის ექვს საათამდე მოქმედებს და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
10 ივნისს, საღამოს გამართულ ბრიფინგზე კარენ ბასმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ვანდალიზმის და ძარცვის შესაჩერებლად. მერის ინფორმაციით, 9 ივნისს, ღამით ქალაქის ცენტრში 23 მაღაზია გაიძარცვა.
ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროს ჯიმ მაკდონელის განმარტებით, ქალაქის ცენტრში გამოცხადებული „კომენდანტის საათი“ არ ვრცელდება ამ რაიონის მცხოვრებლებზე, უსახლკარო პირებზე, აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებზე და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურების თანამშრომლებზე. სხვა პირებს, რომლებიც საღამოს რვიდან დილის ექვს საათამდე ქალაქის ამ ნაწილში აღმოჩნდებიან, დააკავებენ.
მაკდონელის განცხადებით, „კომენდანტის საათი“ აუცილებელი გახდა ბოლო დღეებში მზარდი არეულობების გამო და ადამიანების სიცოცხლისა და ქონების დასაცავად.
6 ივნისიდან, მას შემდეგ რაც აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა მიგრანტების წინააღმდეგ რეიდები დაიწყეს და ათეულობით პირი დააკავეს, ლოს-ანჯელესში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
ქალაქში, რომლის მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი ლათინოამერიკელია, აქციები გადაიზარდა არეულობებსა და სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში, რომლის დროსაც დემონსტრანტების ნაწილი პოლიციელებს ქვებს და პეტარდებს ესროდა. არაერთ ქუჩაზე დაწვეს ავტომობილები და დააზიანეს ინფრასტრუქტურა. ძალა გამოიყენეს სამართალდამცავებმაც.
ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროს ჯიმ მაკდონელის ცნობით, ბოლო ოთხ დღეში სულ მცირე 378 ადამიანი დააკავეს.
ასევე ნახეთკალიფორნიის გუბერნატორმა ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა, ეროვნული გვარდია გაიწვიოს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, თავდაცვის სამინისტრომ ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის და საზღვაო ქვეითების კონტინგენტი გაგზავნა.
კალიფორნიის შტატის ხელისუფლება აცხადებდა, რომ სიტუაციას ადგილობრივი ძალებით გაუმკლავდებოდნენ, რის გამოც ფედერალური მთავრობისთვის დახმარება არ უთხოვიათ.
კალიფორნიის შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ტრამპის ადმინისტრაცია დაადანაშაულა ლოს-ანჯელესში სიტუაციის ხელოვნურად გამწვავებასა და შტატის სუვერენიტეტის დამრღვევი გადაწყვეტილების მიღებაში. კალიფორნიის შტატმა სასამართლოში იჩივლა.
თავის მხრივ, ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კალიფორნიის გუბერნატორს არ აქვს უნარი შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს.
19 მაისი, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდუ...
საზოგადოება • 1779211757
"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენოთ, გუშინ დარტყმამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყვეტილება შევცვალე. ისინი ითხოვენ შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი ძლიერი და...
მსოფლიო • 1779211622
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...
პოლიტიკა • 1779211556
„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებ...
პოლიტიკა • 1779211414
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპ...
პოლიტიკა • 1779211364
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...
პოლიტიკა • 1779211308












