მადრიდი სეუტადან არალეგალი მიგრანტების გაძევებას გეგმავს - ევროკავშირში ესპანეთის შენგენის ზონიდან შესაძლო გარიცხვაზე საუბრობენ

მსოფლიო • 1785513000

სეუტა მიგრანტები

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი პარასკევს ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანურ ანკლავ სეუტაში ჩავიდა. რეგიონში ვითარება უკიდურესად დაძაბულია — სეუტა მის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და სერიოზულ მიგრაციულ კრიზისს განიცდის.

სეუტას ასამბლეაში გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა შექმნილი მდგომარეობა შეაფასა, როგორც „პირდაპირი თავდასხმა ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობაზე“. სანჩესის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა აქტიურად მუშაობს შესაბამის მექანიზმებზე, რათა ყველა არალეგალი მიგრანტი უახლოეს დროში დააბრუნონ მაროკოს ტერიტორიაზე.

„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ წესრიგი და ყველა არალეგალურად შემოსული პირის მაროკოში დაბრუნება უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

ესპანეთის ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ლტოლვილთა ნაკადი არ წყდება. გასულ ღამეს ანკლავის ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევა კიდევ 300-დან 400-მდე ადამიანმა შეძლო.

პარალელურად, ტრაგიკულად იზრდება მსხვერპლის რაოდენობაც: მაროკოდან ესპანურ ანკლავამდე საზღვაო გზით, ცურვით მიღწევის მცდელობისას დაღუპულთა რიცხვმა უკვე 41-ს მიაღწია.

ხუთშაბათის საღამოდან მოყოლებული, მიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი სეუტას ქუჩებში რჩება. უსაფრთხო თავშესაფრის არარსებობის გამო, მათ ღამის გათევა ღია ცის ქვეშ მოუწიათ.

პარალელურად, ევროკავშირის კულუარებში უკვე გაჩნდა მოწოდებები ესპანეთისთვის შენგენის ზონის წევრობის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით, თუ მადრიდი საზღვრების ეფექტურად კონტროლს ვერ შეძლებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
7 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

7 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი ენერგიული მუხტით, საქმიანი აქტივობითა და გონებრივი კონცენტრაციით. კოსმოსური ფონი გვეხმარება სწრაფად გადავრთოთ ყურადღება პრაქტიკულ ამოცანებზე და წინ წავწიოთ პროფეს...

ეს საინტერესოა • 1794001636

ზელენსკი
მტერი ახალ დარტყმას ამზადებს, სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დნეპრის ხიდები და სამოქალაქო ობიექტებია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ახალ დარტყმებს ამზადებს და მთავარი სამიზნე სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დნეპრის ხიდები და სამოქალაქო ობიექტებია. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1793998946

მატარებელი თოვლში
რუსეთში რკინიგზის ფოტოგრაფიით დაინტერესება სახიფათო ხდება - მოსკოვში მატარებლების ფოტოების 2 კოლექციონერი დააკავეს და 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

მოსკოვის სასამართლომ მატარებლების მოყვარულთა პოპულარული ფოტოსაიტის, RailGallery-ის დამფუძნებლები, დენის ესკოვი და ანატოლი ნაგორნოვი დააპატიმრა. გამოძიება მათ სახელმწიფო რკინიგზის დახურულ ბაზებში უკანო...

მსოფლიო • 1793997466

კენიელი სექტის ლიდერი
კენიური სექტის ლიდერს 190 ბავშვის მკვლელობისთვის ორასი წლით პატიმრობა მიესაჯა

კენიის სასამართლომ აპოკალიპტური კულტის ლიდერს, პოლ მაკენზის 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრულის მკვლელობაში, ასევე ადამიანების შიმშილით სი...

მსოფლიო • 1793990912

საქბანკი
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა

საქართველოს ბანკმა, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, Countman-თან პარტნიორობით, ბიზნესის ფინანსური მდგრადობისა და დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობებზე ვორკშოპი გამართა. შეხვედრას გიორგი ბ...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1793978807

ჯაღმაიძე
საპატრიარქო კაზინოებისთვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებს აკრიტიკებს

საქართველოს საპატრიარქომ აზარტული თამაშებისა და კაზინოებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ღიად გააკრიტიკა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხად...

საზოგადოება • 1793976450