"მაკრონმა პუტინის სახის შესანარჩუნებლად, უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა შემომთავაზა" - ზელენსკი

მსოფლიო 1652447376    1864

მაკ ზელ

"მაკრონმა, პუტინის სახის შესანარჩუნებლად, უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებულ დათმობებზე წასვლა შემომთავაზა. ეს არაკორექტულია" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა იტალიურ არხთან "რაი ერთთან" ინტერვიუს დროს ისაუბრა.

ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არ არის ვინმეს სახის შესანარჩუნელად ტერიტორიები დათმოს, რადგან ამას ისტორია არავის აპატიებს. მან მაკრონის მიერ დაპირისპირებულ მხარეებთან მოლაპარაკებების გამართვის პროცესებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა წარმატებას ვერცერთ მხარესთან ვერ მიაღწია.

"უკრაინაში დაწყებული ომის გამო პუტინი სახეს ვერ შეინარჩუნებს. გულწრფელად გეტყვით, არ მგონია რომ ამ ადამიანს მომავალი ჰქონდეს. უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში რუსეთში. მე როგორც უკრაინის პრეზიდენტი ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ, თუმცა რუსეთი ჩვენი მეზობელია. ჩემს შემდეგ სხვა პრეზიდენტი მოვა, შემდეგ კიდევ სხვა და თაობათა ცვლა გაგრძელდება, თუმცა საზღვარი გავლებული იქნება და ჩვენს ტერიტორიაზე არავინ უნდა შემოვიდეს. თუ პუტინს სახის შენარჩუნება უნდა, ჯერ თავისი ქვეყანა შეინარჩუნოს.

რუსეთს ყველამ ზურგი აქცია. წამოიდგინეთ, როდესაც ევროპაში ვიღაცა რუსულად საუბრობს, ადამიანები ზურგს აქცევენ. ის რუსულ ისტორიას, დოსტოევსკის, ტოლსტოის და სხვა რუს კლასიკოსებს, ასევე რუსელ ენას ხაზს უსვამს. ის ხაზს უსვამს იმ ადამიანებს, ვინც რუსულ ენას იცავდა. ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს რუსულად. ახლა კი მაღაზიაში რუსულ ენაზე არავინ მოგემსახურება, რადგან ის რუსეთს უკავშირდება. აი რას აკეთებს პუტინი. არსებული ვითარებიდან გამოსავალი რუსეთისთვის არ უნდა ვეძიოთ, ბატონი მაკრონი ამას ტყუილად ცდილობს.

მას ამის კარგი გამოცდილება აქვს და იცის რომ სანამ რუსეთს თავად არ მოუნდება ვითარებიდან გამოსავლის პოვნა, სანამ ვერ მიხვდება რომ გამოსავალის პოვნა სჭირდება, არაფერს არ იზამს. როგორც შუამავალს სურდა რომ გარკვეული გამოსავალი ეპოვნა, თუმცა ეს ვერ შეძლო, როგორც ჩვენი ასევე რუსების მხრიდანაც. მაკრონმა პუტინის სახის შესანარჩუნებლად, უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე წასვლა შემომთავაზა.

მიმაჩნია, რომ მსგავსი შემოთავაზება არც ერთი ლიდერის მხრიდან კორექტული არ არის. მზად არ ვართ, ჩვენი ტერიტორიების დათმობის ხარჯზე ვინმეს რამე შევუნარჩუნოთ. ამაზე საუბარი ეს ტყუილად გაფლანგული დროა. რუსეთმა 24 თებერვალს დაგვანახა, რომ ნებისმიერი დათმობა ფეხებზე კიდია და ტერიტორიებს მაინც მიითვისებს. აქედან გამომდინარე ემანუელს არ სჭირდება გარკვეული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა. ის პრეზიდენტი გახდა და მე მას მხარი დავუჭირე. თუმცა გვერდზე გადგომას ისტორია არ გაპატიებს. თუ გინდა რომ დაიბრუნო ის რაც შენია, მხოლოდ წინ უნდა იარო, - ამბობს ზელენსკი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მასკი
Tesla-ს აქციების 8.61%-იანი ვარდნა ილონ მასკის ტვიტის შემდეგ

forbes-ის მონაცემებით, Tesla-ს აქციები თითქმის 9%-ით დაეცა კომპანიის დამფუძნებლის ილონ მასკის სკანდალური ტვიტისა და მიწოდების შესახებ მოხსენების  შემდეგ, რომელიც მოლოდინს არ აკმაყოფილებდა. ექსპერტები...

მსოფლიო 1664832641

კიზინგერი.jpg
მე გადავწყვიტე შევიდე საავტომობილო ბიზნესში... რას ფიქრობთ? - როგორ უპასუხა ადამ კიზინგერმა ილონ მასკს

"მე გადავწყვიტე შევიდე საავტომობილო ბიზნესში, რადგან თქვენ ახლა მოლაპარაკებებში ხართ. რას ფიქრობთ?"  ასე უპასუხა ადამ კიზინგერმა ილონს მასკი სკანდალურ ტვიტს და ავტომობილების იუმორისტული ფოტო გამოაქვეყ...

სოცმედია 1664831298

ზელენსკი
როგორ უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილონ მასკს

ილონ მასკის სკანდალური ტვიტის საპასუხოდ. უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ გვერდზე ტვიტი-გამოკითხვა გამოაქვეყნა: "რომელი ილონ მასკი მოგწონთ უფრო მეტად? ის, ვინც მხარს უჭერს უკრაინას ის ვინც მხარს უჭერს რუს...

მსოფლიო 1664829504

ილონ მასკი
ომის დასრულებისთვის უკრაინა ნეიტრალური უნდა გახდეს, ყირიმი კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩეს - ილონ მასკის სენსაციური განცხადება

ამერიკელმა მილიარდერმა, SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის შესახებ სენსაციური „ტვიტი“ გამოაქვეყნა. მისი თქმით, ომის დასრულებისთვის უკრაინა ნეიტრალური უნდა გახდე...

მსოფლიო 1664829008

დმანისის
დმანისის არქეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა კილაძე გარდაცვლილი იპოვეს

დმანისის არქეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა კილაძე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 3 ოქტომბერს მოხდა. ცხედარი ცენტრის ტერიტორიაზე დღის საათებში ადგილობრივებმა ნახეს. დამატებითი...

შემთხვევა 1664827898

ასტროპროგნოზი
4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძითუ კარიერულ ცვლილებებს გეგმავთ, ამ ინფორმაციას ყველას ნუ გაუზიარებთ. ფინანსურ პრობლემებს სათანადო ყურადღება მიაქციეთ. ახალი გამოწვევები თქვენ უნარებს განავითარებს. ჯანმრთელობის პრობლემები წარსულშ...

ეს საინტერესოა 1664826397