მსოფლიო • 1720517279
რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვან შონ ჰანიტისთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლაში დიდი ეგოს გამო დარჩება.
"მას დიდი ეგო აქვს და საქმეს არ მიატოვებს. მას ამის გაკეთება არ სურს", - თქვა ტრამპმა.
დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ დემოკრატების კანდიდატი, იმ შემთხვევაში თუ ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშება, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი იქნება.
"ვფიქრობ, თუ ბაიდენი რბოლას გამოეთიშება, კანდიდატი კამალა ჰარისი იქნება. მათ სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ, რადგან სხვა შემთხვევაში ხმებს ვერ მიიღებენ", - აღნიშნა ტრამპმა.
Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა გასული თვის დებატებიც გაიხსენა და მას უცნაური საღამო უწოდა.
"ვიფიქრე, რომ მისი ხმა სუსტი იყო, ზუსტად არ ვიცოდი რა ხდებოდა", - თქვა მან ბაიდენის შესახებ.
გავრცელდა არაერთი ცნობა, რომ ბაიდენმა შესაძლოა, კანდიდატურა მოხსნას, თუმცა თავად პრეზიდენტმა ეს გამორიცხა.
"თუ ყოვლისშემძლე უფალი დაეშვება დედამიწაზე და მეტყვის, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო, შესაძლოა, ასეც მოვიქცე, მაგრამ ყოვლისშემძლე უფალი დედამიწაზე არ ჩამოვა", - ასე უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვას, გამოეთიშება თუ არა საარჩევნო მარათონს იმ შემთხვევაში, თუ დაარწმუნებენ, რომ ტრამპის დამარცხება არ შეუძლია.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ ჯო ბაიდენს რაიმე ისეთი დაავადება აქვს, რომელიც მას საქმიანობაში ხელს შეუშლის.
თეთრ სახლს ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ეჭვების გაფანტვა მას შემდეგ დასჭირდა, რაც გამოცემა The New York Times-მა დაწერა, რომ 2023 წლის ზაფხულიდან 2024 წლის გაზაფხულის ჩათვლით, თეთრ სახლში პარკინსონის დაავადების სპეციალისტი, ნევროლოგი კევინ კანარდი რვაჯერ იმყოფებოდა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.
ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა
პოლიტიკა • 1739215853
ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები
პოლიტიკა • 1739215484
რეჟისორი დათა თავაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა - მისი განმარტებით, სამართალდამცველები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი მოქალაქეებმა არ გადაკეტონ. რ...
პოლიტიკა • 1739214828
მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიც...
პოლიტიკა • 1739214754
ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...
პოლიტიკა • 1739204073
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....
პოლიტიკა • 1739202888
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი