"მინდა, მივულოცო ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთი შესანიშნავი გარიგების გაფორმება“ - ტრამპი პუტინს დასავლეთთან პატიმრების გაცვლას ულოცავს

მსოფლიო 1722848185

მემუარები

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა კრემლის მმართველ ვლადიმერ პუტინს დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის შემდგარი პატიმრების გაცვლა მიულოცა. ტრამპის განცხადებას The Washington Post-ი ავრცელებს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის ძლიერმა ლიდერმა ცივი ომის დასრულების შემდეგ დადებული ასეთი დიდი გარიგებით აშშ-ის ოფიციალურ პირებს აჯობა.

„მინდა მივულოცო ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთი შესანიშნავი გარიგების გაფორმება. ღმერთო, ჩვენ საშინელ, საშინელ გარიგებებს ვაკეთებთ. სასიამოვნოა იმის თქმა, რომ ჩვენ დავიბრუნეთ ისინი, მაგრამ ეს არ არის ცუდი პრეცედენტი?“, - განაცხადა ტრამპმა. 

 

 ინფორმაციისთვის, 1-ელ აგვისტოს ანკარაში თურქეთის დაზვერვის შუამდგომლობით დასავლეთის 6 ქვეყანასა და რუსეთს შორის 26 პატიმრის გაცვლა შედგა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეპისტოლე
ქრისტე აღდგა! - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: "საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წ...

რელიგია 1745094180

აღდგომა
ქრისტე აღდგა! "ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!

საზოგადოება 1745092500

ქაშ
გმირთა მოედნიდან მსვლელობის მონაწილეები ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად აღდგომის დღესასწაულს შეხვდებიან

გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც მათ აქციის მონაწილეების ნაწილი დროშებით, ტაშითა და ანთებული ფანრებით დახვდნენ. ასევე, მათ ქაშვეთის ტაძართან საქართველოს...

პოლიტიკა 1745092200

წმინდა ცეცხლი
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა (ვიდეო)

19 აპრილს, 15 საათსა და 36 წუთზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარ...

რელიგია 1745063098

ცესკო
ვერიფიკაციის აპარატების შეძენა-შემოწმებაში ცესკო $2.8 მილიონს ხარჯავს

საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო  2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ამის შესახებ "ბათუმელები" წერს. „საარჩე...

პოლიტიკა 1745062061

გელა ხასაია
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი მისი გათავისუფლებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი...

პოლიტიკა 1745061853