„მოპოვებული დოკუმენტები მიუთითებს, რომ ნავალნი ციხეში მოწამლეს; უჩიოდა მუცლის ტკივილს, ღებინებას და კრუნჩხვებს“ - Insider
მსოფლიო • 1727678112
გამოცემა Insider-ის ცნობით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის კოლონიაში მოწამვლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოიპოვეს. გამოცემა წერს, რომ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ასობით ოფიციალურ დოკუმენტს მიაგნეს, რომლებიც სწორედ ნავალნის გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული.
მასალებიდან გამომდინარე, ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ დოკუმენტებიდან სპეციალურად ამოიღო ჩანაწერები იმ სიმპტომების შესახებ, რომლებიც ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას არ ემთხვევა - ნავალნი უჩიოდა მუცლის ტკივილს, ღებინებას და კრუნჩხვებს - თუმცა მოგვიანებით ხელისუფლებამ ეს ცნობები დოკუმენტებიდან ამოიღო - აღნიშნავს Insider
„სიკვდილის ოფიციალური მიზეზი - გულის რითმის დარღვევა - არანაირად არ ხსნის იმ სიმპტომებს, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ დოკუმენტებში: მუცლის მწვავე ტკივილი, ღებინება და კრუნჩხვები. ასეთი სიმპტომები ძნელად აიხსნება სხვა რამით, გარდა მოწამვლისა“, - თქვა რეანიმატოლოგმა ალექსანდრე პოლუპანმა, რომელიც ნავალნის 2020 წელს ნოვიჩოკის მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.
Insider-ის ცნობით, მისი ეს სიტყვები სხვა ექიმებმაც დაადასტურეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბლოგერი ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში 16 თებერვალს დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გარდაცვალების გამოძიებაზე უარი თქვა. ოფიციალურ ვერსიად კი "ბუნებრივი სიკვდილი" დასახელდა.
„ოცნების“ პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეკატერინა ხვედელიძემ მას კალამი აჩუქა
საზოგადოება • 1771317613
თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ "პირველებთან"...
საზოგადოება • 1771315236
ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...
სოცმედია • 1771314890
ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...
პოლიტიკა • 1771314236
მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!! | წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე
სოცმედია • 1771312977
პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - მკვლელობის დამკვეთად ბუსა ჟვანია და ძმები დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განა...
კრიმინალი • 1771312899












