„მშვიდობის საბჭო“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანო იქნება და ჩემთვის დიდი პატივია მისი თავმჯდომარეობა“ - ტრამპი

მსოფლიო 1771214079

ტრამპი

"მშვიდობის საბჭოს შეუზღუდავი პოტენციალი აქვს. გასული წლის ოქტომბერში მე გამოვაქვეყნე გეგმა ღაზაში კონფლიქტის სამუდამოდ დასრულების შესახებ და ჩვენი ხედვა ერთხმად მიიღო გაეროს უშიშროების საბჭომ. ჩვენ რეკორდულად სწრაფად დავეხმარეთ და უზრუნველვყავით ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი მძევლის გათავისუფლება. გასულ თვეში, შვეიცარიის ქალაქ დავოსში, ორგანიზაციის ოფიციალური ფორმირების აღსანიშნავად და ღაზის სექტორისა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მომავლისთვის თამამი ხედვის მსოფლიო მშვიდობის წარმოსადგენად ორი ათეული გამორჩეული დამფუძნებელი წევრი შემომიერთდა. 2026 წლის 19 თებერვალს ვაშინგტონში, დონალდ ჯ. ტრამპის სახელობის მშვიდობის ინსტიტუტში კვლავ შევხვდები მშვიდობის საბჭოს წევრებს, სადაც გამოვაცხადებთ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისა და რეკონსტრუქციისთვის ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი გამოყვეს, ასევე ღაზის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად, საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებსა და ადგილობრივ პოლიციაში ათასობით პერსონალი გამოყვეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “ჰამასმა” შეასრულოს სრული და დაუყოვნებლივი დემილიტარიზაციის ვალდებულება. „მშვიდობის საბჭო“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანო იქნება და ჩემთვის დიდი პატივია მისი თავმჯდომარეობა“ | წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ყაველაშვილი
ვიდეო: "ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი

"ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი

პოლიტიკა 1773078330

ხამენეიშ შვილი
პუტინმა, ალიევმა და ფაშინიანმა მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცეს

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. გავრცელებული ინფორ...

მსოფლიო 1773078042

ხამენეის შვილი
„დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავაგრძელებთ წინამორბედი ლიდერების გზას და ვივლით ჩვენი მოწამეების კვალდაკვალ“ - მოჯთაბა ხამენეის პირველი მიმართვა უზენაესი ლიდერის რანგში

მოჯთაბა ხამენეიმ უზენაესი ლიდერის რანგში პირველი მიმართვა გაავრცელა. „მშვიდობა დიდებულ, მამაც და ღირსეულ ირანელ ერს, რომელმაც მტკიცედ გაუძლო ყველა განსაცდელს.დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავა...

მსოფლიო 1773077710

ბაჩო ახალაია
"ივანიშვილი არის დასამხობი" - ამ ფრაზის გამო, ბაჩო ახალაიაზე ახალი გამოძიება დაიწყო

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. "ივანიშვილი არის დასამხობი" - ახალაიას ამ ფრაზის გამო, რომელიც მან სასამ...

პოლიტიკა 1773077061

წარბიანი ქალი
ვიდეო: „ოცნების" სტაჟიან მხარდამჭერს სუს-მა ხელბორკილები ქრთამის აღების დროს დაადო

 ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი....

კრიმინალი 1773074848

კობახიძე
„ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...

პოლიტიკა 1773061331