„მსოფლიოს მინდა ვაცნობო, რომ დარტყმები იყო თვალწარმტაცი სამხედრო წარმატება“ - რაზე ილაპარაკა ტრამპმა ირანზე იერიშების შემდეგ
მსოფლიო • 1750563001
ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ს იერიშების შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალური მიმართვა გააკეთა. სიტყვით გამოსვლის დროს მან თქვა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობდა, სრულად განადგურებულია. ის რეჟიმს დაემუქრა, რომ თუ მშვიდობას არ დათანხმდებიან, დამატებით სამიზნეებს დაარტყამენ.
გთავაზობთ ტრამპის სრულ სიტყვას:
მცირე ხნის წინ აშშ-ს სამხედროებმა მიიტანეს მასობრივი დარტყმები ირანის რეჟიმის სამ მთავარ ბირთვულ დაწესებულებაზე: ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში. ყველას გაუგია ეს სახელები წლების განმავლობაში, სანამ საშინელ და გამანადგურებელ დაწესებულებას აშენებდნენ. ჩვენი მიზანი პირველ რიგში იყო ირანის ბირთვული გამდიდრების შესაძლებლობის განადგურება და ტერორიზმის ნომერ პირველი სახელმწიფო სპონსორის ბირთვული საფრთხის შეჩერება.
დღეს მსოფლიოს მინდა ვაცნობო, რომ დარტყმები იყო თვალწარმტაცი სამხედრო წარმატება. ირანის ბირთვული გამდიდრების მთავარი ობიექტები აბსოლუტურად და ტოტალურად განადგურებულია. ირანი - ახლო აღმოსავლეთის მჩაგვრელი - ახლა დამშვიდებულია, თუ არ იქნება, სამომავლო თავდასხმები უფრო დიდი და ბევრად უფრო მარტივი იქნება.
40 წლის განმავლობაში ირანი ამბობდა: "სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს". ისინი ხოცავდნენ ჩვენს ხალხს, აფეთქებდნენ მათ მკლავებსა და ფეხებს, გზისპირას დაყენებული ბომბებით, ეს მათი ხელობა იყო. 1000-ზე მეტი ადამიანი დავკარგეთ და ასიათასობით ადამიანი ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში დაიღუპა მათი სიძულვილის პირდაპირი შედეგით, განსაკუთრებით ბევრი მოკვდა მათი გენერლის, ყასემ სოლეიმანის გამო. მე დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, რომ არ დავუშვებდი ამის მოხდენას, ამის გაგრძელება შეუძლებელი იყო.
პრემიერმინისტრო, ბიბი ნეთანიაჰუ, მინდა მოგილოცოთ. ჩვენ ვიმუშავეთ როგორც საუკეთესო გუნდმა, შეიძლება ისე, რომ მსგავსად აქამდე არც ერთ გუნდს უმუშავია და ჩვენ გავიარეთ გრძელი გზა ისრაელისთვის ამ საშინელი საფრთხის ამოსაძირკვად.
მადლობა მინდა გადავუხადო ისრაელელ სამხედროებს მათი შესანიშნავი მუშაობისთვის და, რაც მთავარია, მსურს მივულოცო ამერიკელ პატრიოტებს, რომლებმაც ეს გასაოცარი მანქანები ამ ღამეს აფრინეს და შეერთებული შტატების ყველა სამხედროს, რომლებიც მონაწილეობდნენ ოპერაციაში, რომლის მსგავსიც მსოფლიოს მრავალი ათწლეულის განმავლობაში არ უნახავს. იმედია, აქ აღარ დაგვჭირდება სამუშაოს გაწევა და მსგავსი ზომები.
ასევე, მინდა მივულოცო გაერთიანებული შტაბის მეთაურს, გენერალ დენ კეინს, შესანიშნავ გენერალსა და ყველა ბრწყინვალე გონებას, რომელიც ამ თავდასხმაში მონაწილეობდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს ვეღარ გაგრძელდება. იქნება ან მშვიდობა, ან იქნება ირანისთვის ტრაგედია, რომელიც ბევრად დიდი იქნება, ვიდრე ტრაგედია, რომლის მომსწრენიც ბოლო 10 დღეში გავხდით. გახსოვდეთ, დარჩენილია ბევრი სამიზნე. ეს ღამე ჯერჯერობით ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, და ასევე, მინდა მივულოცო გაერთიანებული შტაბის მეთაურს, გენერალ დენ კეინს, შესანიშნავ გენერალსა და ყველა ბრწყინვალე გონებას, რომელიც ამ თავდასხმაში მონაწილეობდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს ვეღარ გაგრძელდება. იქნება ან მშვიდობა, ან იქნება ირანისთვის ტრაგედია, რომელიც ბევრად დიდი იქნება, ვიდრე ტრაგედია, რომლის მომსწრენიც ბოლო 10 დღეში გავხდით. გახსოვდეთ, დარჩენილია ბევრი სამიზნე. ეს ღამე ჯერჯერობით ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, ალბათ ყველაზე მომაკვდინებელიც, მაგრამ თუ მშვიდობას მალე ვერ მივიღებთ, მიზანში ამოვიღებთ დანარჩენ სამიზნეებს მაღალი სიზუსტით, სისწრაფითა და მოქნილობით. მათი უმეტესობის უვნებელყოფა რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.
მსოფლიოში არ არსებობს ჯარი, რომელსაც იმის გაკეთება შეუძლია, რაც დღეს გავაკეთეთ. ამის ნახევრისაც კი. არ არსებულა ჯარი, რომელსაც შეეძლო გაეკეთებინა ის, რაც მცირე ხნის წინ მოხდა.
ხვალ გენერალი კეინი და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი გამართავენ პრესკონფერენციას 8 საათზე, პენტაგონში. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას და განსაკუთრებით ღმერთს - ამის თქმა მინდა - ღმერთო, გვიყვარხარ და გვიყვარს ჩვენი დიდებული ჯარი, დაიცავი ის. ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი, ღმერთმა დალოცოს ისრაელი და ღმერთმა დალოცოს ამერიკა.
ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...
სოცმედია • 1771314890
ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...
პოლიტიკა • 1771314236
მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!! | წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე
სოცმედია • 1771312977
პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - მკვლელობის დამკვეთად ბუსა ჟვანია და ძმები დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განა...
კრიმინალი • 1771312899
ნიკო კვრაცახელიას მკვლელობა მამაზე ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხცელიაზე შურისძიებას უკავშირდება | პროკურატურის განცხადებით, საქმე გახსნილია: "ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობი...
კრიმინალი • 1771312340
"შეაფასა თუ არა უწყებამ იმ მტკიცებულებების ეფექტიანობა, რომლებიც აშშ-მა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისას გამოიყენა" - ამ კითხვით მიმართა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის კონსერვატ...
პოლიტიკა • 1771311622











