მთავრობა გარბის - Gen Z-ის პროტესტი და მასობრივი გამოსვლები ნეპალში

მსოფლიო 1757499587

ნეპალში

კატმანდუს ქუჩებში მოქალაქეთა უწყვეტი ნაკადი კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ უკვე მესამე დღეა პროტესტს აგრძელებს. მასობრივი მღელვარების პირობებში ნეპალის მთავრობამ დაპირისპირებას ვეღარ გაუძლო და ქვეყნის დატოვება დაიწყო. აეროპორტებში მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების რიგებია.

თავდაპირველად ხელისუფლებამ ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების დაშლა ძალის გამოყენებით სცადა – დაპირისპირებისას 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თუმცა, მასშტაბურ პროტესტს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და საბოლოოდ ნეპალის ხელისუფლება იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. მედიაში ვრცელდება კადრები, როგორ გარბიან ვერტმფრენით მთავრობის წევრები ქვეყნიდან.

მასობრივი პროტესტებისა და დაპირისპირებების ფონზე კათმანდუს ქუჩებში წესრიგის აღსადგენად სამხედროები გამოვიდნენ. დაწესდა კომენდანტის საათიც.

ამ მთავრობამ იმედები გაგვიცრუა. არც ნეპალის ყოფილი პრემიერი და მისი მეუღლეც კი – არცერთი მათგანი არ ყოფილა ხალხისთვის სასარგებლო. სახლები იწვის და ახლა პარლამენტის შენობას ცეცხლი უკიდია. მაგრამ ეს პროტესტი მხოლოდ ამას არ ეხება. ჩვენ ვითხოვთ პირდაპირი წესით არჩეული პრემიერ-მინისტრის სისტემას. იგივე ძველი პოლიტიკოსები ირჩევიან პარლამენტში და ბრუნდებიან ხელისუფლებაში – ეს არასწორია. გუშინაც ახლოს სროლა ისმოდა. მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი 17 წლის სტუდენტი იყო, რომელსაც თავში ესროლეს. მთელი ღამე ვერ დავიძინე. ქაღალდზე ლოზუნგების წერა დავიწყეთ. აქ მშობლების ნებართვის გარეშე მოვედი,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.გადაწვეს პარლამენტის შენობა და პროტესტი სხვა ობიექტებზე გავრცელდა. 20 ადამიანი დაიღუპა. ამის გამო, თქვენ ხედავთ, როგორ წვავენ ახალი თაობის ახალგაზრდები პარლამენტის შენობას. ამის შემდეგ ისინი სინგა დურბარისკენ მიემართებიან. ახალგაზრდები ყველა კორუმპირებული ადამიანის სახლებში მივლენ. მათ გადაწყვიტეს, რომ მოპარული ფული დაიბრუნონ!, – აცხადებს კიდევ ერთი დემონსტრანტი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
16 აგვისტოს კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...

ეს საინტერესოა 1786827499

ქონექთი
„სცდება ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს“ - „რეპსოლი“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის რეალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786822857

ცხენის ნარჩენები ნაბახტევში
ხაშურის სოფელ ნაბახტევში დაკლული ცხენების ნარჩენები იპოვეს — ადგილობრივები ეპიდემიოლოგიურ საფრთხეზე საუბრობენ

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...

შემთხვევა 1786821002

ინდონეზია მიწისძვრა
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...

მსოფლიო 1786802130

ამინდი
15-18 აგისტოს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...

საზოგადოება 1786797933

სტიქია თბილისი
რა ვითარებაა 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შემდეგ დედაქალაქში - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...

საზოგადოება 1786787163