"მზად ვართ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის" - სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი განცხადება
მსოფლიო • 1702009800

"მზად ვართ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის", - ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.
განცხადებაში წერია, რომ "სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა იზიარებენ მოსაზრებას, რომ არსებობს ისტორიული შანსი რეგიონში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მისაღწევად. ორი ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებისა და სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევისთვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე".
მათივე ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია "ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით ხელშესახები ნაბიჯების გადადგმის შესახებ". ცნობილია, რომ აზერბაიჯანი "ჰუმანიზმის ღირებულებებით და კეთილგანწყობის ნიშნად" 32 სომეხ სამხედროს ათავისუფლებს.
თავის მხრივ, სომხეთიც, "ჰუმანიზმის ღირებულებებით და კეთილგანწყობის ჟესტით", 2 აზერბაიჯანელ სამხედროს გაათავისუფლებს.
"კეთილი ნების ჟესტის ნიშნად, სომხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინადადებას - უმასპინძლოს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 29-ე სესიას (COP29) საკუთარი კანდიდატურის მოხსნით. სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა იმედოვნებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის სხვა ქვეყნებიც მხარს დაუჭერენ აზერბაიჯანის მასპინძლობის წინადადებას. კარგი ჟესტის ნიშნად, აზერბაიჯანის რესპუბლიკა მხარს უჭერს სომხეთის კანდიდატურას აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის COP ბიუროს წევრობისთვის.
სომხეთის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა გააგრძელებენ დისკუსიებს ნდობის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლებიც ეფექტური იქნება უახლოეს მომავალში და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მათ ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის ჩამოყალიბებას და დადებით გავლენას მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე", - წერია ორი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

პოლიციელი, როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, აქციის მონაწილე ქალს თმა მოქაჩა, ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა. "შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის პი...
პოლიტიკა • 1745520206

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას და ამ ფონზე რუსეთის მიერ კიევის დაბომბვას გამოეხმაურა. ამის შესახებ BFMTV წერს. მაკრონის თქმით, "ერთადერთი აგრ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745512635

იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც გზის გადაკეტვაზე მიღებული ჯარიმები გაასაჩივრეს უარს ეუბნებიან საჩივრის დაკმაყოფილებაზე. იურისტი სოციალურ ქსელში რჩ...
პოლიტიკა • 1745512091

„ოცნების“ ინფრასტრუქტურისა და რეგინული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქარსელაძის თანამდებობიდან წას...
პოლიტიკა • 1745510692

ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: ერთი ამბავი გამახსენა წილოსანის განცხადებამ: ერთი მდიდარი ამბობს ეკლესიის შენება დავიწყეო და მეზობელი ეუბნებაშ ე ნ ი ს ე თ ი ც ხ ო ვ...
სოცმედია • 1745510452

"მიუხედავად [საქართველოსთან] არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთსასარგებლო გზით ვაშენებთ. ამ მიმართულ...
პოლიტიკა • 1745510001