"ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, ნატო არ შეჭრილა საქართველოში... ეს ყველაფერი რუსეთმა ჩაიდინა...ამ საკითხებს აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში რუსეთთან" - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

მსოფლიო 1641818655    125

ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის  წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებზე  საუბრობს.

იგი აღნიშნავს, რომ ამ საკითხებს აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში რუსეთთან.

„მოდით, ცალსახად ვთქვათ: ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატოს არ განუთავსებია ძალები მოლდოვაში თავისი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. სხვა მრავალ ქმედებასთან ერთად, ეს ყველაფერი რუსეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაიდინა. გასული ოცი წლის განმავლობაში რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, ჩაერია სხვა ქვეყნების არჩევნებში, გამოიყენა ქიმიური იარაღი მთავრობის ოპონენტების განადგურების მცდელობისთვის, თანაც, უცხო ქვეყნის მიწაზე, დაარღვია შეიარაღების კონტროლის საერთაშორისო ხელშეკრულებები, უკან დაიხია დიდი ხნის წინ შეთანხმებული ნდობის აღდგენისა და გამჭვირვალობის ზომების მიღებაზე. შესაბამისად, მომდევნო დღეებსა და კვირებში ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ამ და სხვა საკითხს აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში რუსეთთან " - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიცია
1 დაღუპული და 2 დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში - გარდაცვლილია ერთი და მძიმედაა დაშავებული ორი ადამიანი. შემთხვევა გურჯაანის ცენტრალურ  მაგისტრალზე, კურორტ "ახტალას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერ...

შემთხვევა 1642960397

ლისის ტბა
"ლისისა და კუს ტბებზე ყინულის ზედაპირზე შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს: "გაცნობებთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურის ვარდნის გამო, ტბებსა და წყალსაცავებზე არის ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. რამდ...

საზოგადოება 1642960300

არმენ სარქისიანი
სომხეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა. მის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადებაში გადადგომის მთავარ მიზეზად აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს ქვეყნის...

მსოფლიო 1642959582

ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე)
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

გარდაიცვალა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე). ინფორმაციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ავრცელებს. “მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსი...

Covid 19 1642959226

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 24 იანვარს ელექტროენერგია გაითიშება

24 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, ფეიქართა და ქსნის...

საზოგადოება 1642959076

ლოთი ზოდიაქო
"ლოთების რეიტინგი" ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ასტროლოგებმა ზოდიაქოს ნიშნები მათი ალკოჰოლისკენ მიდრეკილების მიხედვით დაახარისხეს. სიას სათავეში მორიელი უდგას. საქმე იმაშია, რომ მორიელს თავისი სულიერი ტკივილების დაფარვა უყვარს, რაშიც ალკოჰოლი ეხმარ...

ეს საინტერესოა 1642948994