ნეაპოლის რეგიონში 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა: დაშავებულია ოთხი მოქალაქე, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა
მსოფლიო • 1785534514
სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის სიახლოვეს მდებარე ფლეგრეს ველების ვულკანურ ზონაში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ოთხი ადამიანი. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და რამდენიმე საკულტო ნაგებობა.
იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა (INGV) ძირითადი ბიძგის შემდეგ 10 მცირე ბიძგი აღრიცხა. უწყების განცხადებით, პარასკევს დაფიქსირებული სეისმური აქტივობა ყველაზე ძლიერი იყო ფლეგრეს ველების რეგიონში ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ბიძგებს შორის. მიწისძვრა იგრძნობოდა როგორც უშუალოდ ნეაპოლში, ისე მომიჯნავე მუნიციპალიტეტებში.
იტალიის სამოქალაქო დაცვის მინისტრის, ნელო მუსუმეჩის ინფორმაციით, დაშავებულებს შესაბამისი დახმარება უტარდებათ. უწყებამ კრიზისული მართვის ცენტრი გაააქტიურა, საგანგებო სამსახურები კი მიყენებული ზარალის ოდენობას ადგენენ.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოწმების დასრულებამდე დროებით შეჩერდა მატარებლების მოძრაობა Cumana-სა და Circumflegrea-ს სარკინიგზო ხაზებზე, რომლებიც ნეაპოლს ფლეგრეს ველების დასახლებებთან აკავშირებს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისა და ოფიციალური რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა. მიწისძვრის შედეგად მოსახლეობის ნაწილმა შენობები დატოვა. ნეაპოლის გარკვეულ უბნებსა და მის შემოგარენში ასევე აღინიშნა ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










