ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად ითვლება 400-ზე მეტი, უმრავლესობა უცხოელი ტურისტია

მსოფლიო 1787778639

ნეპალი წყალდიდობა

ჰიმალაის რეგიონში, ნეპალის ჩრდილოეთ სასაზღვრო ზონაში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 160 ადამიანი დაიღუპა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 400-ზე მეტი პირი, რომელთა უმრავლესობაც უცხოელი ტურისტია.

სტიქიამ სოფლები გაანადგურა - მოანგრია საცხოვრებელი სახლები, ხიდები, გზები და ჰიდროელექტროსადგურები. ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უეცარი წყალდიდობა ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია, რამაც მასშტაბური მეწყერი წარმოქმნა და მდინარე ბჰოტე კოში ჩაკეტა.

ნეპალის ტურიზმის ეროვნული საბჭოს ცნობით, დაკარგულ 400-ზე მეტ ადამიანს შორის აშშ-ის 33, ავსტრალიის 34, კანადის 24, მალაიზიის 19, გერმანიისა 4 და ისრაელის 1 მოქალაქეა.

რთული მთიანი რელიეფისა და უამინდობის გამო, დაზარალებულ რეგიონებში ვერტმფრენების დაჯდომა ჭირს, რაც სამაშველო ოპერაციას მნიშვნელოვნად აფერხებს.

ქვეყნის პრეზიდენტმა რამაჩანდრა პაუდელმა და პრემიერ-მინისტრმა ბალენ შაჰმა შესაბამის სამსახურებს, მედიკოსებსა და „წითელ ჯვარს“ სამაშველო ღონისძიებების მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდეს. პარალელურად, ინდოეთის მთავრობამ ნეპალის სასაზღვრო შტატებში მაღალი მზადყოფნა გამოაცხადა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
11 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...

ეს საინტერესოა 1789072649

გვარამია და იაგო
„გირჩი“ არის „ქოცების“ პარტია, ხვიჩია - მათი აგენტი“ - ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...

პოლიტიკა 1789071801

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიამ ენმ-ს ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...

პოლიტიკა 1789070226

ამაღლობელი
„უსინდისობის დემონსტრირება იყო“ - მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ციხიდან პასუხობს

სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...

საზოგადოება 1789067079

თორნიკე რაზმაძე სიმონიანი
შსს ბლოგერს რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის გინებას ედავება - მოგვიანებით საქმეში კობახიძის შეურაცხყოფაც გამოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...

პოლიტიკა 1789060240

დავით ნარიმანიძე
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, გამთენიისას მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა

არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...

საზოგადოება 1789052172