ომანში დაბლოკილი მფრინავი FlyDubai-ის კაბინაში - ვინ არის ჰამამ ალ-ჰამამი, რომელიც ისრაელისკენ მიმავალი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა
მსოფლიო • 1791018382
FlyDubai-ის ავიახაზების თვითმფრინავის მეორე პილოტი, რომელიც კაპიტანზე თავდასხმასა და ისრაელისკენ მიმავალი ლაინერის ჩამოგდებას ცდილობდა, ომანის მოქალაქე 29 წლის ჰამამ ალ-ჰამამია. როგორც სადაზვერვო და სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნები იტყობინებიან, ის ჯერ კიდევ 2024 წელს, Oman Air-ში სტაჟირებისას, უსაფრთხოების რისკად შეაფასეს და ფრენებიდან ჩამოაშორეს.
გამოძიებისთვის სანდო წყაროების ცნობით, 2024 წელს ალ-ჰამამის ექსტრემისტული მასალები აღმოაჩნდა, რის გამოც იგი პილოტების მომზადების პროგრამიდან მოხსნეს, თუმცა ავიაკომპანიაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გაგრძელების უფლება მისცეს. გამომძიებლები ამჟამად ადგენენ, როგორ შეძლო მან მოგვიანებით FlyDubai-ში დასაქმება და ისრაელის მიმართულებით მფრინავი ეკიპაჟის შემადგენლობაში მოხვედრა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალურმა პროკურორმა, ჰამად საიფ ალ-შამსიმ დაადასტურა, რომ მეორე პილოტმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა. მან კაბინაში მყოფ კაპიტანს სპეციალური საავარიო ნაჯახით მიაყენა დაზიანებები და ხომალდის მართვის ხელში ჩაგდება სცადა. ეს არის საამიროების ხელისუფლების პირველი ოფიციალური განცხადება, სადაც თავდასხმის იარაღი და ტერორისტული განზრახვა პირდაპირ დასტურდება.
ტრაგედია ხომალდის მეთაურის, სმიტ მაჩჰარის, და მგზავრების სწრაფმა რეაგირებამ ააცილა ავიაციას. იმ დროს, როდესაც თავდამსხმელმა თვითმფრინავი მკვეთრ პიკირებაში შეიყვანა, კაპიტანმა მას წინააღმდეგობა გაუწია, ხოლო მგზავრებმა მისი განეიტრალება შეძლეს. ერთ-ერთმა მგზავრმა, ისრაელის მოქალაქე იანივ ჰაიუნმა, მართვის შტურვალი გაასწორა, სანამ სალონში მყოფი მესამე პილოტი ხომალდის მართვას გადაიბარებდა. ავიალაინერი მშვიდობიანად დაეშვა საუდის არაბეთის ქალაქ თაბუკში.
დაკავებული, რომელიც ხუთშაბათს საუდის არაბეთიდან გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს, გამოძიებასთან თანამშრომლობს. წყაროების ცნობით, მან დაადასტურა, რომ მისი საბოლოო მიზანი თვითმფრინავის ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოგდება იყო.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილმა „ისლამისტური რადიკალიზაცია“ გაიარა და ინციდენტს „11 სექტემბრის მსგავსი ტრაგედიის აცილება“ უწოდა. მისი თქმით, გამოძიება ადგენს, მოქმედებდა თუ არა თავდამსხმელი დამოუკიდებლად თუ ვინმეს დავალებით.
ეჭვმიტანილის განათლების შესახებ ცნობილია, რომ მან 2023 წელს დიდი ბრიტანეთის Buckinghamshire New University-ში დისტანციურად დაასრულა „საავიაციო მენეჯმენტის“ კურსი. სასწავლებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მას პილოტირების პრაქტიკული სწავლება არ გაუვლია.
LinkedIn-ის პროფილში, რომელიც ალ-ჰამამის ეკუთვნოდა, ეწერა, რომ მას Oman Air-ში და მოგვიანებით Royal Air Maroc-ში მუშაობის დაახლოებით 7-წლიანი გამოცდილება ჰქონდა. თუმცა, Royal Air Maroc-მა მაროკოულ გამოცემა Le Desk-ს განუცხადა, რომ ალ-ჰამამიმ მათთან მხოლოდ სამთვიანი თეორიული სწავლების კურსი გაიარა და ავიაკომპანიის ხომალდი არასდროს უმართავს.
„ალ-არაბიას“ მიერ მოყვანილი წყაროების თანახმად, 29 წლის სავარაუდო თავდამსხმელმა დროის დიდი ნაწილი სირიაში გაატარა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, მასზე ექსტრემისტულმა იდეებმა მოახდინა გავლენა.
როგორც WSJ იუწყება, ომანის მოქალაქე ალ-ჰამამი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიბადა; მისი მამა ომანელი, ხოლო დედა — სირიელი იყო.
ისრაელის „მე-12 არხის“ ცნობით, საქმის გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ომანელმა თანაპილოტმა „ალ-ქაიდას“ იდეოლოგია გაითავისა და ამ პროცესში რამდენიმე რელიგიურ მოღვაწესთან დაამყარა კავშირი.
მომხდარის გამო FlyDubai-მ თელ-ავივის მიმართულებით ფრენები ოფიციალური გამოძიების დასრულებამდე დროებით შეაჩერა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









