პარიზის პროკურატურამ მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
მსოფლიო • 1720515249
პარიზის პროკურატურამ ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანება“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოიძეიბა დაიწყო. ამის შესახებ ტელეკომპანია BFMTV წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ცნობით, გამოძიებას საფუძვლად დაედო ეჭვი, რომ ლე პენი 2022 წელს თავის საპრეზიდენტო კამპანიას უკანონოდ აფინანსებდა. პროკურატურამ გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც წინასაარჩევნო კამპანიების ანგარიშებისა და პოლიტიკური დაფინანსების კომისიამ (CNCCFP) ლე პენის საპრეზიდენტო კამპანიის შესახებ ანგარიში მოამზადა.
გამოძიება ცოტა ხნის წინ დაიწყო და სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
საფრანგეთის კანონმდებლობით, კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიების დროს ხარჯების დაწესებული ლიმიტის გადაჭარბება ეკრძალებათ. ხარჯების გადაჭარბების შემთხვევაში CNCCFP-ს უფლება აქვს საქმე გამოძიების დასაწყებად შესაბამის სტრუქტურებს გადასცეს.
მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოძიების შესახებ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ გახდა. „ეროვნულმა გაერთიანებამ“ არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა, თუმცა მეორე ტურში მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა.
კესო ძალიან თბილი და განსხვავებული იყო, ყველას დეტალებში აკვირდებოდა, მიხაროდა ასეთ რომ იყო.
საზოგადოება • 1769021333
“პირველებს” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ შენობაში კაცი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე...
კრიმინალი • 1769020534
საქართველოს ბანკი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1769020101
საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე 22 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება. ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგო...
საზოგადოება • 1769019571
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმუმზე განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის გავლით რუსეთში ტვირთების ტრანზიტი ითხოვა. მისი თქმით, გადაზიდვები ამჟამად საქართველოს გ...
მსოფლიო • 1769019481
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ის ეტაპია, როდესაც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ამაზე მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. "მე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1769019252











