პაველ დუროვი რუსეთში ტერორისტების სიაში შეიყვანეს
მსოფლიო • 1785415541
Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი „როსფინმონიტორინგის“ ტერორისტთა და ექსტრემისტთა ნუსხაში დაამატეს. შესაბამისი ჩანაწერი, 6894-ე ნომრით, „ფიზიკური პირების“ განყოფილებაში გამოჩნდა, — იუწყება RBC.
აღნიშნულ სიაში მოხვედრა მთელ რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს: ბანკები ვალდებულნი არიან გაყინონ პირის ფულადი სახსრები და სხვა ქონება, ხოლო ფინანსური ოპერაციების უმეტესობის განხორციელება შეუძლებელი ხდება.
29 ივლისის დილას, „ფსბ“-ს (FSB) საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრმა გავრცელა ინფორმაცია, რომ დუროვს ბრალი ტერორისტულ საქმიანობაში ხელშეწყობისთვის წაუყენეს. უწყების ვერსიით, Telegram-ის ადმინისტრაციამ არ წაშალა არხები, ჩატები და ბოტები, რომლებსაც უკრაინული სპეცსამსახურები რუსეთში ტერაქტების მოსამზადებლად იყენებდნენ.
კერძოდ, სისხლის სამართლის საქმე უკავშირდება გაცნობის ჩატ-ბოტ „დაივინჩიკს“ (Дайвинчик/Leo), რომელსაც, უწყების ცნობით, ახალგაზრდა რუსების დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაში ჩასაბმელად იყენებდნენ. „ფსბ“-ს მონაცემებით, 2025 წლის ივლისიდან დღემდე დაკავებულია „დაივინჩიკის“ მეშვეობით გადაბირებული 46 ახალგაზრდა. გამოძიება ამტკიცებს, რომ უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციის თანამშრომლებს და ცეცხლს უკიდებდნენ სხვადასხვა ობიექტს.
უწყებამ ასევე განაცხადა, რომ დაიწყო პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურა.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










