მსოფლიო • 1731480105
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალ ადმინისტრაციაში პენტაგონის ხელმძღვანელი და CIA-ს დირექტორი წარადგინა. აშშ-ის თავდაცვის ახალი მდივანი იქნება აშშ-ს არმიის ვეტერანი და Fox News-ის წამყვანი პიტ ჰეგსეთი, ხოლო CIA-ს უხელმძღვანელებს ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი ჯონ რეტკლიფი.
"პიტი მკაცრი, ჭკვიანია და ნამდვილად სჯერა, რომ ამერიკა უპირველესია. პიტის ხელმძღვანელობისას ამერიკის მტრები ფრთხილად იქნებიან, ჩვენი არმია კვლავ დიდებული იქნება და ამერიკა არასოდეს დაიხევს უკან ," - განაცხადა ტრამპმა.
ტეხასის ყოფილ კონგრესმენ ჯონ რეტკლიფზე კი განაცხადა, რომ "ის ყოველთვის იყო სიმართლისა და პატიოსნებისთვის მებრძოლი ამერიკელ ხალხთან ერთად".
ტრამპმა ადმინისტრაციაში ბიზნესმენი ილონ მასკი და ყოფილი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი ვივეკ რამასვამიც მიიწვია, რათა ერთობლივად უხელმძღვანელონ შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს (DOGE).
"ეს ორი დიდი ამერიკელი ერთად გაუხსნის გზას ჩემს ადმინისტრაციას სამთავრობო ბიუროკრატიის, ჭარბი რეგულაციების, უაზრო ხარჯების შესამცირებლად და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისთვის, რაც აუცილებელია ამერიკის გადარჩენის
მოძრაობისთვის," - აღნიშნა
ტრამპმა განცხადებაში.
ახალი დეპარტამენტის აბრევიატურა, DOGE, არის მინიშნება Dogecoin კრიპტოვალუტის სახელზე, რომელიც ილონ მასკმა წარადგინა.
რა ფორმას მიიღებს ახალი სტრუქტურა, უცნობია. ტრამპის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სტრუქტურა "იმუშავებს თეთრ სახლთან და ბიუჯეტის ოფისთან ფართომასშტაბიანი სტრუქტურული რეფორმების განსახორციელებლად".
ასევე ცნობილია, რომ მასკი და რამასვამი ამ სამუშაოს 2026 წლის ივლისამდე განახორციელებენ. გაურკვეველია, ამოიწურება თუ არა მათ ვადა ამის შემდეგ.
სანდრო ბუკია თავისუფალია, თუმცა ოჯახის თქმით, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს, თავის, სახისა და სხეულის არეში. დაკავებულის დედა ამბობს, რომ სანდროს ეპილეფსია აქვს და ამის შესახებ ნიღბიანებს უთხრა, თ...
პოლიტიკა • 1733559568
"მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს და ივანიშვილის რეჟიმს, არხის ჟურნალისტისა და წამყვანის ბექა ყორშიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამასთან "მთავარი არხი" სოლიდარობას უცხადებს აქციის დარბევისას დაზა...
პოლიტიკა • 1733559368
"ქართულ ოცნებას" ნიღბები ჩამოეხსნა. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სამმა ქვეყანამ დავუწესეთ სანქციები იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგ...
პოლიტიკა • 1733559172
მსოფლიო ქალი ლიდერები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ღია წერილით ეხმაურებიან და ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ქალი ლიდერები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო საზოგ...
პოლიტიკა • 1733557838
ირაკლი ტაბლიაშვილი: დაუსრულებელ 9 აპრილამდე მიჰყავს ქვეყანა!დაუსრულებელ და სამარადოსო ამოთხრას მიიღებს!
სოცმედია • 1733555854
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
პოლიტიკა • 1733555653
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი