პერუში ქალაქის მერად „ჰიტლერ მუსოლინი“ აირჩიეს
მსოფლიო • 1791577383
პერუს პატარა ქალაქ კეროპალკას მოსახლეობამ ახალ მერად უჩვეულო სახელის მქონე კანდიდატი, ჰიტლერ მუსოლინი სიმეონ ფლორესი (Hitler Mussolini Simeon Flores) აირჩია. გამოცემა Politico-ს ცნობით, მემარცხენე-ცენტრისტული პარტია „აგორა ნასიონის“ კანდიდატმა არჩევნებში ხმათა 34% მოიპოვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არჩევნები საკმაოდ კონკურენტული აღმოჩნდა — ლიდერთა სამეულს შორის სხვაობა სულ რაღაც 42 ხმას შეადგენდა.
პერუს საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიულ ანკეტაში სიმეონის შესახებ დეტალური ინფორმაცია თითქმის არ არის, მათ შორის არც მისი უჩვეულო სახელის წარმოშობის ისტორიაა განმარტებული. მითითებულია მხოლოდ ის, რომ იგი საინვესტიციო ჯგუფ Simeon Sac Investment Group-ს ხელმძღვანელობს.
აღსანიშნავია, რომ პერუს პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი სახელით სხვა კანდიდატებიც ფიგურირებდნენ. მაგალითად, 2018 წელს იუნგარის ოლქის მერის არჩევნებში ჰიტლერ გესკლინ ალბა სანჩესმა ლენინ ვლადიმერ როდრიგეს ვალვერდეს სძლია. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ალბა ჟურნალისტებს არწმუნებდა: „მე კარგი ჰიტლერი ვარ“.
მსგავსი პრეცედენტი არსებობს აფრიკაშიც — ნამიბიელმა პოლიტიკოსმა, ადოლფ ჰიტლერ უუნონამ, გასულ წელს ადგილობრივ არჩევნებში ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა. BBC-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ბავშვობაში თავის სახელს სრულიად ჩვეულებრივად აღიქვამდა და მისი ისტორიული კონტექსტი მოგვიანებით გაიაზრა.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










