პოლიტიკური მიწისძვრა გერმანიაში – ფრიდრიხ მერცმა საქსონია-ანჰალტში არჩევნების შედეგს "ათწლეულების უმძიმესი მარცხი" უწოდა

მსოფლიო • 1788780600

არჩევნები გერმანიაში

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა საქსონია-ანჰალტის რეგიონულ არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) სავალალო შედეგები პარტიისა და პირადად მისთვის შოკისმომგვრელად შეაფასა. ბერლინში გამართულ ბრიფინგზე მერცმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს აუცილებლად ექნება სერიოზული პოლიტიკური შედეგები.

„გუშინდელი დღის შემდეგ რაღაც შეიცვალა არა მხოლოდ საქსონია-ანჰალტში, არამედ მთელ გერმანიაში. ეს არის ჩვენი პარტიის უმძიმესი მარცხი ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ასეთ შედეგს არ ველოდით. ეს გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე და პირადად ჩემზეც. შესაბამისად, ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია – ამას, რა თქმა უნდა, ექნება თავისი შედეგები“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მძიმე პოლიტიკური წნეხისა და კრიტიკის მიუხედავად, ფრიდრიხ მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი არ აპირებს დასახული რეფორმების კურსიდან გადახვევას:

„ჩვენი ინსტიტუტები მყარი და მდგრადია. კონსტიტუცია იცავს ჩვენს დემოკრატიას და ის უზენაესი იქნება. გერმანია ყოველთვის შეინარჩუნებს თავის მტკიცე ადგილს ევროპაში. რეფორმები აუცილებელია, თუმცა ჩვენ უნდა ვეცადოთ, უკეთესად ავუხსნათ ეს ცვლილებები საზოგადოებას. ბევრ ადამიანს აქვს შეშფოთება და ამ არჩევნების შემდეგ ეს შიში კიდევ უფრო გაიზარდა.“ - აღნიშნა მერცმა

საქსონია-ანჰალტის რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია – პრორუსულმა და მკვეთრად ანტიმიგრაციულმა ძალამ ხმათა 43.8% (40 მანდატი) მოიპოვა. ეს არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ულტრამემარჯვენე პარტია ასე ახლოსაა რეგიონული მთავრობის სათავეში მოსვლასთან.

იმავდროულად, მერცის მმართველ პარტიას (CDU), რომელიც საქსონია-ანჰალტს ბოლო 24 წელი მართავდა, მხარდაჭერა გაუნახევრდა – 37.1%-დან 17.2%-მდე (15 მანდატი) დაეცა.

პარტია ხმათა % მანდატები
AfD (ალტერნატივა გერმანიისთვის) 43.8% 40
CDU (ქრისტიან-დემოკრატები) 17.2% 15
SPD (სოციალ-დემოკრატები) 9.3% 8
მწვანეები 8.9% 8
Die Linke (მემარცხენეები) 8.6% 8
BSW (ზარა ვაგენკნეხტის ალიანსი) 5.3% 5

(ამომრჩეველთა აქტივობამ სარეკორდო 77.8% შეადგინა).

AfD-ს ადგილობრივ ასამბლეაში უმრავლესობისთვის (42 მანდატი) მხოლოდ 2 დეპუტატის მხარდაჭერა აკლია. AfD-ის ლიდერი, 35 წლის ულრიხ ზიგმუნდი აცხადებს, რომ პარტია მზადაა მცირე ჯგუფებთან და ცალკეულ დეპუტატებთან თანამშრომლობისთვის.

მთავრობის ფორმირების ძირითადი გზები:

  1. ალიანსი BSW-სთან: მემარცხენე-პოპულისტური პარტიის (BSW) წარმომადგენლებმა უკვე გამოხატეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ AfD-ის კანდიდატს პრემიერის პოსტზე.

  2. ანტი-AfD კოალიცია: დანარჩენი ხუთივე პარტიის (CDU, SPD, მწვანეები, მემარცხენეები, BSW) გაერთიანება, რაც იდეოლოგიური აცდენების გამო პრაქტიკულად შეუძლებლად ითვლება.

არჩევნების შედეგებს საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. ილონ მასკმა AfD-ს გამარჯვება სოციალურ ქსელში მოკლე ფრაზით – „Well done!“ მიულოცა. დონალდ ტრამპმა არჩევნების შედეგების ფოტო გამოაქვეყნა საკუთარ პლატფორმაზე. დონალდ ტუსკმა (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი) მკვეთრად უარყოფითი შეფასება მისცა მომხდარს: „ გერმანიაში AfD-ის ტრიუმფი  პოლონეთში მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს თუ შეიძლება უხაროდეთ“.

არჩევნების ეს შედეგი უმძიმესი დარტყმაა პირადად კანცლერ ფრიდრიხ მერცისთვის, რომელმაც ხელისუფლების სათავეში მოსვლისას პირობა დადო, რომ ულტრამემარჯვენეების გავლენებს შეამცირებდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325