„პოლიცია მოვიდა და ილია წაიყვანა, არავინ იცის, სად" - მოსკოვში ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს

მსოფლიო 1656400119

ილია

პოლიციამ ორშაბათს საღამოს მოსკოვში ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა ირინა ბაბლოიანმა Telegram-ზე გაავრცელა.

"ჩემს მეგობარ ილია იაშინთან ერთად ვისეირნე პარკში, ხამოვნიკში. პოლიცია მოვიდა და ილია წაიყვანა, არავინ იცის სად", - წერს ის.
მოგვიანებით, იაშინის მეგობარმა განუცხადა OVD-Info-ს, რომ პოლიტიკოსი გადაიყვანეს ლუჟნიკის პოლიციის განყოფილებაში. მისი ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

"ლუჟნიკის პოლიციის განყოფილებაში არ მიშვებენ დაკავებული ილია იაშინის სანახავად (....) არსებული ინფორმაციით, მას ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 19.3 ადმინისტრაციული მუხლი, დაუმორჩილებლობა პოლიციელის კანონიერი ბრძანებაზე. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება - სამშაბათს, 28 ივნისს (ხამოვნიჩესკის რაიონული სასამართლო)", - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.ილია იაშინი იმ რამდენიმე წამყვან რუს ოპოზიციონერს შორისაა, რომელიც რჩება ქვეყანაში და ღიად ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ღარიბაშვილი
"ხელს ნუ აფარებთ მკვლელებს" - გორში ღარიბაშვილს შვილმკვდარი მშობლები პროტესტით დახვდნენ

“ხელისუფლება ჩემი მტერია”, “ხელს ნუ აფარებთ მკვლელებს”,  - ამ ტრანსფარანტებით დახვდნენ გორში ჩასულ ირაკლი ღარიბაშვილს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მშობლები. მერებაშვილებმა ღარიბა...

პოლიტიკა 1713625944

მდინარაძე
"რა დროს სასამართლოა..." - მამუკა მდინარაძე სასამართლოს გამჭვირვალობაზე დასმულ შეკითხვას არ პასუხობს

"ოცნების" უმრავლესობის ლიდერი და რუსული კანონის ინიციატორი მდინარაძე, რომელიც არასამთავრობო სექტორისა და მედიის "გამჭვირვალობის" აუცილებლობაზე საუბრობს და პუტინისტური კანონის მიღების საჭიროებას ამით ხ...

პოლიტიკა 1713625837

იოსელიანი
„ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს“ - ლევან იოსელიანი

ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო [ელისაშვილი] კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს, ერთი წამით არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ვინმეს მოვუწონო საქციელი ჩემი მეგობრობის ან ჩემი ახლობლობის გამო – ამის შესახებ სახ...

პოლიტიკა 1713625369

ნანუკა გულუა
„თუ უფალი ინებებს, სიამოვნებით გავაჩენ მესამესაც… საყვარელი ადამიანისგან შვილის გაჩენა დიდი ბედნიერებაა და მინდა მივმართო ქალებს, ვინც შედარებით გვიან დაოჯახდა, 40 წლის ასაკში გავაჩინე მეორე შვილი…“ - ნანუკა გულუა

ტელესახე და მსახიობი ნანუკა გულუა ახლახან მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, კახა კაშიას ქალიშვილი ნინა და ვაჟი – იკუნა ჰყავთ. ნანუკა და კახა თავადაც აქტიურად არიან ჩართულები შვილების მოვლაშ...

საზოგადოება 1713625183

ქალები ათუმი
"რუსეთში დაბრუნება არ გვინდა" - ქალების მარშს ბათუმიც შეუერთდა

"რუსეთში დაბრუნება არ გვინდა" - ქალების მარშს ბათუმიც უერთდება.   აქციის მონაწილეებმა მსვლელობა უკვე დაიწყეს. მანამდე კი ბათუმისს ცენტრალურ პარკში შეკრებილმა მოქალაქეებმა ევროკავშირის დიდი დროშა გაშალ...

პოლიტიკა 1713623509

ქალები რუსთაველი
ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ - რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა

ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ  - საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები უკვე პარლამენტთან არიან. რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა.   "ქალები ვირჩევთ ევროპას" - ამ სლოგანის ქვეშ დღეს სხვადასხვა ასაკის...

პოლიტიკა 1713623175