პროტესტს აზრი აქვს - ირანში „მორალის პოლიცია“ უქმდება
მსოფლიო • 1670155309 220

ირანმა ორ თვეზე მეტი ხნის საპროტესტო აქციების შემდეგ, "მორალის პოლიცია" გააუქმა - ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.
„მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან და გაუქმდა", - თქვა გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა საინფორმაციო სააგენტო ISNA- თან.
გენერალურმა პროკურორმა კომენტარი გააკეთა რელიგიურ კონფერენციაზე, სადაც მან უპასუხა მონაწილეს, რომელმაც ჰკითხა - „რატომ იხურებოდა მორალის პოლიცია“.
ირანში "მორალის პოლიციის" ქვედანაყოფებმა პატრულირება 2006 წელს დაიწყეს. მორალის პოლიცია, შეიქმნა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის დროს, რათა ქალებში გაევრცელებინა „მოკრძალებისა და ჰიჯაბის ტარების კულტურა“.
ცნობისთვის საპროტესტო აქციები ირანში უკვე 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს. მოსახლეობის პროტესტი 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის "მორალის პოლიციამ" ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა და მასზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველების მიერ ნაცემი ახალგაზრდა გოგო მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებს "უკრაინული ფაშიზმის ნაწილს" უწოდებს: "მე არ ვთვლი ასეთ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეებად, ისინი ფაშისტები არიან. ყველას მოვუწოდებ, პატივისცემ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1675005551

"მკურნალობის კურსს არ იცავენ... გიული ალასანიას წამოცდენები მიუთითებს, რომ თაღლითები არიან" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი საუბრობს. „არსებობს გარკვეული დიეტა, მკურნალობის კურსი,...
პოლიტიკა • 1675005476

უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში ემოციურ ლექსს გვიზიარებს. ლექსი არჩილ ხოფერიამ გარდაცვლილ შვილთან დაკავშირებით დაწერა. „ისევ დაღამდა…კიდევ ერთხელ გაან...
საზოგადოება • 1675005098

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამის ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვას პასუხობს. „დღეს მოვისმინე ბატონი ნიკა სააკაშვილის მიმართვა ჩემი მისამართით და მინდა გამოვ...
პოლიტიკა • 1675004888

პარლამენტის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ჩვენი მამა ალექსანდრე აღარ გვყავს!25 წელი ერთგულად ემსახურა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარს, წინამძღვრ...
საზოგადოება • 1675001557

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, საკუთარი გადაცემის გვერდზე ავრცელებს. „მარიამის სიცოცხლე საფრთხეშია, რის გამ...
სოცმედია • 1675001164