პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას

მსოფლიო 1702060513

პუტინი

რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ მან კრემლში გამართული დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ განაცხადა.

სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია "რია" წერს, რომ პუტინმა "სპეცოპერაციის" მონაწილეს, ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის "გმირს" არტიომ ჟოგს უთხრა, რომ ამ თემაზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა აზრი ჰქონდა.

"დიდი მადლობა, არ დავმალავ, სხვადასხვა დროს სხვადასხვა აზრები მქონდა, მაგრამ ახლა, მართალი ხართ, დროა, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, მე ვიყრი კენჭს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე", - თქვა პუტინმა.

რუსეთში არჩევნები 17 მარტსაა ჩანიშნული. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში 15-დან 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ოთხჯერ აირჩიეს - 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით კი მან 2024 წელს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლება მიიღო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გუგეშაშვილი კიმბერლი
„ქოცების“ იმედი კიმბერლი ლოუ „მხედრიონის“ მეთაურ დოდო გუგეშაშვილს შეხვდა

ოცნების ამერიკელი მხარდამჭერი კიმბერლი ლოუ, მხედრიონის მეთაურ დოდო გუგეშაშვილს შეხვდა

საზოგადოება 1737902585

რუხაძე13
ირაკლი რუხაძის 6 ტყუილი „რადიო თავისუფლების“ პოდკასტში

21 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის” მფლობელმა ირაკლი რუხაძემ რადიო თავისუფლების პოდკასტში ისაუბრა. პოდკასტიდან მონაკვეთები მოგვიანებით სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც გაავრცელეს. ინტერვიუს მიმდინარეობ...

პოლიტიკა 1737901830

აქცია წერეთლის პოლიციასთან
არა პოლიციურ რეჟიმს! ცეცხლი ოლიგარქიას! - მოქალაქეებმა წერეთლის პოლიციასთან აქცია გამართეს

 აქცია იყო ცოტა ხნის წინ  წერეთლის გამზირზე. მოქალაქეები პოლიციის განყოფილებასთან იყვნენ მისული და სკანდირებდნენ "არა პოლიციურ რეჟიმს!", "ცეცხლი ოლიგარქიას!" და "გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!". მა...

პოლიტიკა 1737901200

ლუკაშენკო
"არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე" - ლუკაშენკო ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობაზე დაითანხმეს

 ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურდა. "არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე...

მსოფლიო 1737899299

საწვავი
საწვავი გაძვირდა

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 11:20 საათზე, 74.66 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.05%-იან ზრდ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1737894936

კობახიძე
„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა

ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამ...

პოლიტიკა 1737891675